ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-08-05

„მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) განცხადება პერსონალურ ხელოვნური ინტელექტის აქტის მიხედვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა როლის თაობაზე


„მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭოს“ (“EDPB”) განცხადება[1] შეეხება „ხელოვნური ინტელექტის აქტის“ (“AI Act”) მოწესრიგების მიზანს და მისი აღსრულების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა როლს. „ხელოვნური ინტელექტის აქტის“ მიზანია შიდა ბაზრის გაძლიერება, ინოვაციის ხელშეწყობა, ხელოვნური ინტელექტის სისტემების სანდოობის, უსაფრთხოების და ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

„მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭო“ ხაზგასმით აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების როლს აქტის შესაბამისად ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების (“Market Surveillance Authorities” (“MSAs”)) მიზნით. საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, მიზანშეწონილია, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები განსაზღვრონ ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებებად (“Market Surveillance Authority/authorities,” “MSAs”) ერთგვაროვანი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით. გამოქვეყნებულ განცხადებაში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ აქტის აღსრულების პროცესში თანმიმდევრული და ჰარმონიული მიდგომების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო და სხვა საზედამხედველო უწყებებს შორის თანამშრომლობა. აღნიშნული მიზნით, მიზანშეწონილია ციფრულ სივრცესთან მიმართებით პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა.

„მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ რეკომენდაციების თანახმად:

  • „ხელოვნური ინტელექტის აქტის“ 74(8)-ე მუხლის შესაბამისად, მაღალი რისკის შემცველ ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მიმართებით, საბაზრო ზედამხედველობის ორგანოებად (Market Surveillance Authorities” (MSAs”)) განისაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები;
  • მაღალი რისკის შემცველი ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან მიმართებით, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს მიენიჭოთ საბაზრო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება;
  • ხელოვნური ინტელექტის საკითხებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები განისაზღვრონ საკონტაქტო სუბიექტად;
  • ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს შორის ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობის ხელშესაწყობად შემუშავდეს ერთიანი სტანდარტები;
  • აღნიშნული მიზნით, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები აღიჭურვონ სათანადო რესურსებით.
 

[1]Statement 3/2024 on data protection authorities’ role in the Artificial Intelligence Act framework, <https://www.edpb.europa.eu/system/files/2024-07/edpb_statement_202403_dpasroleaiact_en.pdf> [22.07.2024]

მსგავსი #Datanewsroom