. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-19
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია
მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება და განსაზღვრულია 10
(ათი)-დღიანი ვადა. მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა უზრუნველყოს სუბიექტისათვის
ინფორმაციის მიწოდება. საგულისხმოა, რომ კანონით გარანტირებულია მონაცემთა
სუბიექტის შესახებ უწყებაში არსებული დოკუმენტაციის ასლებზე ხელმისაწვდომობაც,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის
მე-5 პუნქტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული არ არის
პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის მონაცემთა სუბიექტისათვის
გადაცემის კონკრეტული ვადა, თუმცა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ აღნიშნული
ვალდებულება ასევე უნდა შესრულდეს გონივრულ ვადაში.
შესწავლილმა საქმეებმა ცხადყო, რომ გამოწვევას წარმოადგენს კანონით დადგენილ
ვადაში და ფორმით მონაცემთა სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება. ამასთან,
მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია როგორც
დადგენილ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე სრულყოფილი მონაცემების
გადაცემა, გარდა კანონის 24-ე მუხლით დადგენილი შემზღუდველი გარემოებებისა.
მონაცემთა სუბიექტის ჯეროვანი ინფორმირება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს
იმ პირობებში, როდესაც იგი დაკავშირებულია პირის მიერ კანონით განსაზღვრული სხვა
უფლებების რეალიზებასთან, მათ შორის, არასწორი მონაცემების წაშლის, გასწორებისა
თუ გასაჩივრების უფლების გამოყენებასთან.
საანგარიშო პერიოდში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მონაცემთა სუბიექტე-
ბის ინფორმირების კუთხით, კონკრეტული შემთხვევების შესწავლის შედეგად გამო-
ვლინდა შემდეგი:
— ჩატარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გეგმური შემოწმება,
რომელიც შეეხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სამოქალაქო
ოფისი მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
21-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, მონაცემთა
სუბიექტების ინფორმირების კანონიერების საკითხს. შემოწმების ფარგლებში მო-
პოვებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მონაცემთა
სუბიექტთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით, მოთხოვნილი ინფო-
რმაცია/დოკუმენტაციის მათთვის მიწოდებას უზრუნველყოფდა პირველივე შესა-
ძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა,
თუ კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადებაზე რეაგირება არ მოითხოვდა დიდი
მოცულობის დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას ან/და სამინისტროს
სხვადასხვა დანაყოფიდან ინფორმაციის გამოთხოვას. თუმცა შესწავლის პროცესში
გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურმა განმარტა და ასევე,
დაავალა მონაცემთა დამმუშავებელს, რომ მონაცემთა სუბიექტის განცხადების
განხილვისას, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის
დამუშავება საჭიროებს დამატებით დროს, მონაცემთა დამმუშავებელმა
უნდა უზრუნველყოს განმცხადებლის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე,
რათა მონაცემთა სუბიექტი უსასრულოდ არ ელოდოს დაწესებულების მიერ
მის განცხადებაზე რეაგირებას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს საზედამხე-
დველო ორგანოს უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, აღნიშნული შემოწმების ფარგლებში სამსახურმა ასევე განმარტა, რომ
მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებათა შეზღუდვის
სამართლებრივი საფუძვლების არსებობა/არარსებობის საკითხი უნდა შეფასდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში
და სწორედ აღნიშნულ კანონზე მითითებით ეცნობოს განმცხადებელს მისი უფლების
შეზღუდვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს, რის თაობაზეც ასევე გაიცა შესასრულებლად
სავალდებულო დავალება;
— საანგარიშო პერიოდში გეგმური შემოწმება ჩატარდა საქართველოს პროკურატურაში,
რაც ასევე მოიცავდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური
რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ, მონაცემთა
სუბიე-ქტების ინფორმირების კანონიერების შესწავლას დროის კონკრეტულ
მონაკვეთში.5 ხაზგასასმელია, რომ ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყო
ინფორმაციისა და დოკუმენტის მიწოდება მონაცემთა სუბიექტებისათვის. რიგ
შემთხვევებში საპასუხო კორესპონდენცია გაგზავნილი იყო ფოსტის მეშვეობით,
ხოლო გარკვეულ შემთხვევებში განმცხადებლებს ხელზე ჰქონდათ გადაცემული
წერილები. შესაბამისად, შესწავლის შედეგად საქართველოს პროკურატურის მიერ
მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების პროცესში როგორც ინფორმაციის, ასევე
დოკუმენტაციის მიწოდების ნაწილში არ გამოიკვეთა „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი.