. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-22
მონაცემთა დამმუშავებლებმა განსაკუთრებული გულისხმიერება უნდა გამოიჩინონ
მოწყვლადი ჯგუფების მონაცემების დამუშავებისას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში,
თუ მუშავდება მათი სენსიტიური, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც.
ამ მიმართებით მონაცემთა უსაფრთხოების წესების დაცვა საჭიროებს რისკების
ადეკვატურად შეფასებას.
პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავება შეიძლება განსაკუთრებით საზიანო
იყოს პატიმრობაში მყოფი ქალებისა და არასრულწლოვნებისთვის შემთხვევაში მათი
მოწყვლადობის გათვალისწინებით. შესაბამისად, მათი მონაცემების დამუშავება უნდა
განხორციელდეს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. ხოლო, თანხმობის
საფუძველზე მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს მონაცემთა
სუბიექტების ინფორმირებული თანხმობა.
შესწავლილი პროცესები:
— საანგარიშო პერიოდში გეგმურად შემოწმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური
პენიტენციური სამსახური №5 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში
განთავსებულ პირთა – ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, კერძოდ, ქალთა და
არასრულწლოვანთა მკურნალობის პროცესში მათი განსაკუთრებული კატეგორიის
პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის, მათ შორის, სხვა სამედიცინო
დაწესებულებისათვის გადაცემის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით.
შემოწმებათა ფარგლებში გამოვლინდა, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაციის
მესამე პირებისათვის, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებებს გადაეცემოდათ
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის, სასამართლოს განჩინების/
გადაწყვეტილების საფუძველზე ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში მონაცემთა სუბიექტთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის
სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით. თუმცა, შემოწმების
პროცესში დადგინდა, რომ მონაცემთა სუბიექტისაგან აღებული წერილობითი
თანხმობის ფორმაში არ მიეთითებოდა ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, როგორც სპეციალურ სამართლებრივ
აქტზე, რომლითაც მოწესრიგებულია, მათ შორის, პირის განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი
საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მონაცემთა დამმუშავებელს დაევალა
წერილობითი თანხმობის ფორმის იმგვარად მოდიფიცირება, რომ მონაცემთა
სუბიექტებს ინფორმაცია მიეწოდოთ კანონით გარანტირებულ უფლებაზე ნებისმიერ
დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადონ მათ მიერვე მიცემულ თანხმობაზე
და მოითხოვონ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა
განადგურება. გარდა ამისა, შესწავლის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
მოცულობითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, შეუძლებელია ყოველ
კონკრეტულ ვითარებაში დადგინდეს სამედიცინო ბარათიდან რა მასალების,
რა მოცულობის მონაცემები გამჟღავნდა. შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურს დაევალა მესამე პირთათვის გადაცემული დოკუმენტაციის
შესახებ ინფორმაციის აღრიცხვაც. დავალებების შესრულების ვადა, მოცემული
დროისთვის, არ არის დამდგარი.
საანგარიშო პერიოდში დაიწყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემოწმება,
რომელიც მოიცავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებულ შეტყობი-
ნებებსა და განცხადებებზე (რომლებზეც დაწყებული არ ყოფილა გამოძიება) რეაგირების
ფარგლებში თავისუფლებააღკვეთილი პირების შესახებ მოპოვებული მასალების,
კერძოდ, დისტანციური გასაუბრების ჩანაწერების შენახვის გზით, პერსონალური
მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას.