. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2023-12-20
სამსახურის მიერ შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს „მაგთიკომის“
მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულების – სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ – სამსახურისთვის
24-საათიან ვადაში შეტყობინების საკითხი.
შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისამდე
პერიოდში შპს „მაგთიკომმა“ შესასრულებლად მიიღო სულ 546 (ხუთას ორმოცდარვა)
განჩინება, საიდანაც სამართალდამცავ ორგანოებზე ინფორმაცია გასცა 366 (სამას
სამოცდაექვსი) განჩინების შემთხვევაში. შესაბამისად, მას სამსახურში ამდენივე
შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა.
სამსახურში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის
შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 20 ივნისამდე შპს „მაგთიკომმა“
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სამართალდამცავი
ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ შეტყობინება წარადგინა 115 (ას თხუთმეტ)
შემთხვევაში, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას 366 (სამას სამოცდაექვსი) განჩინების
საფუძველზე გაცემული მონაცემების შესახებ.
შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შპს
„მაგთიკომმა“ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით შეასრულა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით
განსაზღვრული, სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება და 24 (ოცდაოთხი)-
საათიან ვადაში უზრუნველყოფდა სათანადო ინფორმაციის წარდგენას.
აღსანიშნავია, რომ შესწავლის ფარგლებში წარმოშობილმა გართულებებმა,
სასამართლოების მხრიდან ინფორმაციის წარმოუდგენლობამ, არსებითად გააჭიანურა
პროცესები, რის გამოც საჭირო გახდა შემოწმების ვადის გაგრძელებაც. ასევე
სასამართლოებთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების ფარგლებში, ინფორმაციის
წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, ხოლო თბი-ლისისა და ქუთაისის საქალაქო
სასამართლოებს დაევალათ დამატებითი შიდაორგანიზაციული ზომების მიღების (მათ
შორის, მაგალითად, შესაბამისი რეესტრის შექმნის) გზით თითოეულ ელექტრონული
კომუნიკაციების კომპანიასთან მიმართებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
136-ე მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების გამოთხოვის თაობაზე მიღებული განჩინებების რაოდენობისა და
სარეზოლუციო ნაწილის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა ან/და სხვა სათანადო გზით
დასახელებული განჩინებების თაობაზე ინფორმაციის იმ ფორმით დამუშავება, რომ
მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების შესაბამის პროცესებში შეძლონ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის
წარმოდგენა.
ამდენად, ჩატარებულმა შემოწმებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამსახურის
უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისა და მონაცემთა სუბიექტების
უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია, საერთო სასამართლოები პროაქტიულად
წარადგენდნენ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების
გამოთხოვასთან დაკავშირებულ განჩინებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოწმების
განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება იმის იდენტიფიცირება, ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიები სრულყოფილად წარმოადგენენ თუ არა ინფორმაციას ან
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობები შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ სანქცირებულ
პროცესებს.