ციფრული მრჩეველი


„ციფრული მრჩეველი“ წარმოადგენს ონლაინ აპლიკაციას, რომლის მიზანია ორგანიზაციებისთვის მორგებული, კონკრეტულ საჭიროებებზე ადაპტირებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება.
აღნიშნული აპლიკაცია ორგანიზაციებს დაეხმარება მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებაში.

თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის, კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე, საბოლოო შედეგის სახით დაგენერირდება სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან  შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონშესაბამისად წარმართვაში.

ორგანიზაციის საქმიანობაზე პერსონალიზებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია, მიუთითოთ სწორი ინფორმაცია.

როგორ მუშაობს  „ციფრული მრჩეველი“?

  1. კითხვარის შევსება: მომხმარებელი ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესახებ.

  2. მონაცემების ანალიზი: აპლიკაცია მონაცემთა შესაბამისი კატეგორიზაციისა და დამუშავების მოცულობის საფუძველზე, შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს გამოკითხვის შედეგებს პერსონალიზებული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით.

  3. სახელმძღვანელო რეკომენდაცია: მონაცემთა კატეგორიზაციის სისტემა ავტომატურად შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების კანონშესაბამისობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „ციფრული მრჩეველი“ არის ზოგადი სარეკომენდაციო ხასიათის აპლიკაცია და მორგებულია ორგანიზაციის საქმიანობის მხოლოდ ისეთ პროცესებზე, რომლებიც არ ითვალისწინებენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ორგანიზაციაში მონაცემთა დამუშავებისას სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის რეკომენდირებულია, გაეცნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, შემდეგ ბმულებზე:

ტესტის დაწყებით თქვენ ეთანხმებით "ციფრული მრჩეველის" ფუნქციონირებისთვის და საბოლოო სახელმძღვანელოს გენერირებისთვის აუცილებელ "მზა ჩანაწერებს".

„მოცემული ტესტი აპლიკაციის ბოტებისგან დაცვას ემსახურება.“