ციფრული მრჩეველი მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შესახებ


ზოგადი ინფორმაცია

მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების შესახებ ციფრული მრჩეველი წარმოადგენს ონლაინ აპლიკაციას, რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს განსაზღვრონ, თუ რამდენად სავალდებულოა მათი საქმიანობის დროს მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებით მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელება.

მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს. მისი მიზანია მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა სისტემურად და ყოვლისმომცველად გააანალიზოს მონაცემთა დამუშავების პროცესი, რომლის ფარგლებში მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, მოახდინოს აღნიშნული რისკების იდენტიფიცირება და მიიღოს სათანადო ზომები მათი შემცირებისათვის.


 

მონაცემთა დამუშავების პროცესზე მორგებული შედეგისა და სათანადო რეკომენდაციების მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია, მიუთითოთ სწორი ინფორმაცია.

როგორ მუშაობს ციფრული მრჩეველი?

1. კითხვარის შევსება: მომხმარებელი ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესახებ.

2. მონაცემების ანალიზი: აპლიკაცია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი პროცესების გათვალისწინებით აანალიზებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხეებს.

3. შედეგი: სისტემა ავტომატურად აფასებს, არის თუ არა სახეზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხის მაღალი ალბათობა და მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელების საჭიროებასთან დაკავშირებით.

„მოცემული ტესტი აპლიკაციის ბოტებისგან დაცვას ემსახურება.“