გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-03-14
გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც სამსახურმა არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მოამზადა.
აღსანიშნავია რომ ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების სპეციალურ სტანდარტს ადგენს. კანონის მე-7 მუხლით მოწესრიგებულია არასრულწლოვნის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები. კანონის თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.
რეკომენდაცია მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმატიული შინაარსისა და საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) სახელმძღვანელო რეკომენდაციების ანალიზის საფუძველზე და ასევე, ეყრდნობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ კვლევას: „არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა — თეორია და პრაქტიკა“ .
გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
უკვე გამოქვეყნებული რეკომენდაციები: https://personaldata.ge/ka/recommendations
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ბათუმის ოფისში, თურქ კოლეგას, თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხ...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...