ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-10-02

სამსახურმა ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის  ტრენინგი ჩაატარა


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის  ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგის ფარგლებში,  სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ავთანდილ ლეფსვერიძემ ეროვნული არქივის თანამშრომლებს ინფორმაცია მიაწოდა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ინციდენტის შეტყობინება, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, მონაცემთა უსაფრთხოება, ოფიცრის ინსტიტუტი და მინი მნიშვნელობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევევბი და განხილვის წესი. 

ტრენინგი ორი დღის განმავლობაში,  ორ  განსხვავებულ ჯგუფთან მიმდინარეობდა და ჯამში მას ეროვნული არქივის 120-მდე თანამშრომელი დაესწრო.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები