ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საერთაშორისო თანამშრომლობა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნის დღიდან, უწყების სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და დარგობრივ საერთაშორისო პლატფორმებში აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. სამსახური თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებთან, საზღვარგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან:
- აღსანიშნავია, რომ 2023 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოიპოვა „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) დამკვირვებლის სტატუსი.
- სამსახურმა გააღრმავა თანამშრომლობა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (“EDPS”) ინსტიტუციასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის გრძელვადიანი მივლინების შესაძლებლობით, რაც წარმოადგენს თანამშრომლობის უპრეცედენტო ფორმატს და გამოხატავს ევროპელი კოლეგების ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიმართ.
- სამსახური აქტიურად მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მოქმედ არაერთ საერთაშორისო ფორუმში, მათ შორისაა, „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (108-ე კონვენცია) საკონსულტაციო კომიტეტის (“T-PD”) პლენარულ სხდომები.
- სამსახური არის „მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენციის“ (“European Conference of Data Protection Authorities”) აკრედიტირებული წევრი და 2023 წლიდან ატარებს მისი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის სტატუსს. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სამსახური კონფერენციას ბათუმში უმასპინძლებს.
- უწყების თანამშრომლები, ასევე, ყოველწლიურად მონაწილეობენ „მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენციის“ ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში: „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრებში“ (“European Case Handling Workshop (“ECHW”). აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სამსახურმა სამუშაო შეხვედრას თბილისში უმასპინძლა.
- სამსახური, ასევე, წარმოდგენილია „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანებაში“ (“Central and Eastern Europe Data Protection Authorities”), რომლის 2024 წლის კონფერენციას სამსახურმა თბილისში უმასპინძლა.
- უწყება აქტიურად არის ჩართული „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (“GPA”) საქმიანობის ფარგლებშიც. სამსახური თანათავმჯდომარეობს „მონაცემთა დაცვის შეფასების სამუშაო ჯგუფსა“ (“Working Group on Data Protection Metrics”) და სამუშაო ჯგუფს ― „გენდერის ინტერსექციური პერსპექტივა მონაცემთა დაცვის ჭრილში“ (“Intersectional Gender Perspective in Data Protection Working Group”). საგულისხმოა, რომ სამსახური, ასევე, გაწევრიანებულია ასამბლეის შემდეგ სამუშაო ჯგუფებში: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის როლი საერთაშორისო განვითარების დახმარების, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვა“ (“The Role of Personal Data Protection in International Development Aid, International Humanitarian Aid and Crisis Management”), „მონაცემთა დაცვისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების სამუშაო ჯგუფი“ (“Data Protection and Other Rights and Freedoms Working Group”), „ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებისას მონაცემთა დაცვა და ეთიკა“ (“Ethics and Data Protection in Artificial Intelligence”), „ციფრული განათლების სამუშაო ჯგუფი“ (“Digital Education Working Group”).
- სამსახური წარმოდგენილია „ტელეკომუნიკაციების სფეროში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში“ (ე.წ. „ბერლინისჯგუფი“, “IWGDPT”), რომლის რიგით 75-ე შეხვედრას სამსახური 2025 წელს, თბილისში უმასპინძლებს.
- აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სამსახურს მიენიჭა „ინფორმაციული კომისრების საერთაშორისო კონფერენციის“ (“International Conference of Information Commissioners”) დამკვირვებლის სტატუსი.
- აგრეთვე, 2022 წელს სამსახური გაწევრიანდა ევროპის საბჭოს „ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა კომიტეტში“ (“Committee on Artificial Intelligence” (CAI)) და წარმომადგენლის მეშვეობით აქტიურად ჩაერთო კომიტეტის პლენარულ სხდომებზე გამართულ მსჯელობაში.
- სამსახური, ასევე, მონაწილეობს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში: “CyberEast+ Project 2024-2027”.
- 2023 წელს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოთა ფრანკოფონიის ასოციაციის“ ასამბლეამ სამსახურს წევრის სტატუსი მიანიჭა. ასოციაციაში სამსახურის გაწევრიანების საკითხს, ასოციაციის ასამბლეის მონაწილე ცხრამეტივე წევრმა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაუჭირა მხარი.
- სამსახური ყოველწლიურად წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ფორუმებში, მათ შორისაა: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი“ (“Privacy Symposium”), „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებზე აღსრულების გლობალური ქსელი“ (“GPEN”), „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამაძლიერებელი ტექნოლოგიების“ (“PETs”) ქსელი, „გლობალური უსაფრთხოების ფორუმი“ (“GLOBSEC”).
- სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის კოლეგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან, 2023 წელს კი ― იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან, ხოლო 2024 წელს ― სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან.
- სამსახური ასევე თანამშრომლობს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ეფექტიანი იმპლემენტაციის და უწყების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, აღსანიშნავია, რომ სამსახური თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორულ ორგანიზაციასთან (GIZ, USAID/DAI, EU, UNDP, CoE).