კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა.
ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაკონტროლებთ საქართველოში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას.
მათ შორის, ზედამხედველობას ვახორციელებთ კანონით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესსა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე.
მეტი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ იხილეთ აქ.
სამსახურის სატელეფონო ნომერი: +995 32 242 1000
სამსახურის მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 / ბათუმი, ბაქოს ქ. №48
სამსახურის ელ. ფოსტის მისამართი: office@pdps.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თენგიზ მამულია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები: +995 32 242 1000 (146); dpo@pdps.ge
ამ პოლიტიკის მიზანი
ჩვენ პატივს ვცემთ და ვიცავთ თქვენს უფლებას, სრულყოფილად იყოთ ინფორმირებული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესთან დაკავშირებით.
გვსურს, გაგიზიაროთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენ შესახებ, რისთვის და როგორ ვიყენებთ მას.
- საიდან ვიღებთ თქვენს მონაცემებს
თქვენ შესახებ ინფორმაციას თქვენგანვე ვიღებთ, როდესაც:
- მოგვმართავთ განცხადებით ან შეტყობინებით და ითხოვთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;
- მოგვმართავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციის მოთხოვნით;
- მოგვმართავთ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაცემისთვის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
- მოგვმართავთ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის მოთხოვნით;
- მოგვმართავთ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის მოთხოვნით;
- გვაწვდით ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან/განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით;
- გვატყობინებთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ;
- ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე განხილვის ფარგლებში;
- გვაწვდით ინფორმაციას ჩვენ მიერ გაცემული დავალებების და რეკომენდაციების შესრულების შესახებ;
- მოგვმართავთ ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საჩივრით;
- მოგვმართავთ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით;
- მონაწილეობთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში;
- სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში წარმოგვიდგენთ სატენდერო წინადადებას;
- რეგისტრირდებით ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრების მიზნით;
- ესწრებით ღონისძიებებს, რომლებზეც აღვრიცხავთ თქვენს დასწრებას და ვიღებთ ფოტოს/ვიდეოს;
- ექცევით ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში და მათ გარე პერიმეტრზე ჩვენ მიერ განთავსებული ვიდეოკამერების ხედვის არეალში;
- გვიკავშირდებით ჩვენს სატელეფონო ნომერზე;
- აღვრიცხავთ ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში თქვენი დაშვების ფაქტს;
- სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდებს;
- გვაწვდით ინფორმაციას ჩვენი თანამშრომლების სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების შესახებ;
- მოგვმართავთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების მოთხოვნით.
თქვენს მონაცემებს მაშინაც მოვიპოვებთ, როდესაც:
- თქვენ შესახებ ინფორმაცია სხვა პირის მიერ წარმოდგენილ მომართვაშია მითითებული;
- თქვენი ან სხვა პირის მომართვის საფუძველზე დაწყებული განხილვის ფარგლებში ვუკავშირდებით სხვადასხვა პირს და მათგან ვიღებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას;
- თქვენი ან სხვა პირის მომართვის საფუძველზე დაწყებული შესწავლის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოვიპოვებთ თქვენ შესახებ ინფორმაციას.
- რისთვის და როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
- 2.1 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით განცხადებით ან შეტყობინებით მომართვისას ჩვენთან ხვდება თქვენს მომართვებში და მათზე დართულ მასალებში მითითებული ინფორმაცია თქვენი და სხვა პირების შესახებ.
თქვენი მონაცემები შესაძლოა სხვა პირების მიერ წარმოდგენილ ასეთ მომართვებში იყოს მითითებული. მაგალითად, როდესაც განმცხადებელი თქვენ მიერ ჩადენილ სავარაუდო სამართალდარღვევაზე მიგვითითებს.
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა სრულყოფილად შესწავლისთვის, ჩვენ ვუკავშირდებით განხილვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე ყველა პირს თუ დაწესებულებას და მათგანაც მოვიპოვებთ თქვენ შესახებ დამატებით ინფორმაციას. მაგალითად, თუ განხილვაში ჩასართავ პირთან დაკავშირება ჩვენთვის ცნობილი საკონტაქტო მონაცემებით ვერ ხერხდება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოვიპოვებთ მის მისამართს. ამასთან, საკითხის ჯეროვნად შესწავლის აუცილებლობისას, დამატებით ინფორმაციას თქვენგანაც გამოვითხოვთ.
საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
განცხადებების და შეტყობინებების განხილვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
- განმცხადებლის/მისი წარმომადგენლის, ასევე, განცხადების ან შეტყობინების განხილვის ფარგლებში გამოვლენილი დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ან/და მისი წარმომადგენლის:
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას და ხელმოწერას;
- ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს;
- ჩვენ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას;
- ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წლიური ბრუნვის შესახებ ინფორმაციას;
- სხვა ინფორმაციას, რაც განცხადებაში/შეტყობინებაში, თანდართულ დოკუმენტაციაში, მხარეების და მოწმეების მიერ წარმოდგენილ განმარტებებში და დოკუმენტებში, ჩვენ მიერ სხვა წყაროდან მოპოვებულ მტკიცებულებებში იქნება მითითებული.
- შეტყობინების ავტორის და მისი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეტყობინებაში, თანდართულ დოკუმენტაციაში, მხარეების და მოწმეების მიერ წარმოდგენილ განმარტებებში და დოკუმენტებში, ჩვენ მიერ სხვა წყაროდან მოპოვებულ მტკიცებულებებში იქნება მითითებული;
- შეტყობინების ავტორისთვის/მისი წარმომადგენლისთვის ჩვენ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას;
- მხარეების და მოწმეების მიერ წარმოდგენილ/ჩვენ მიერ სხვა წყაროდან მოპოვებულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციას სხვა პირების შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში, განცხადების ან შეტყობინების განხილვის ფარგლებში სათანადო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაძლოა დავამზადოთ განხილვაში ჩართული პირების მონაცემების შემცველი აუდიო, ვიდეო ან/და ფოტომასალა.
განცხადების განსახილველად მიღებისთვის სავალდებულოდ წარმოსადგენი ინფორმაციის სია და განხილვის ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვების წესი განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით.
შეტყობინების წარმოდგენისას არ ხართ ვალდებული, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ვინაობის შესახებ ან თქვენ შესახებ რაიმე კონკრეტული მონაცემი. შეტყობინების წარმოდგენა შეგიძლიათ ანონიმურადაც. თუმცა, იმისთვის, რომ შევძლოთ შეტყობინებაზე რეაგირება, მასში უნდა მიუთითოთ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ინფორმაცია.
რისთვის ვიყენებთ
განცხადებების და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონიერების კონტროლისთვის.
კერძოდ, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ვაფასებთ თქვენს მომართვებში მითითებული მონაცემთა დამუშავების შემთხვევების კანონიერებას და გამოვავლენთ სამართალდარღვევებს, უზრუნველვყოფთ სამართალდამრღვევებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას, აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით დავალებებისა და რეკომენდაციების გაცემას, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თქვენს ინფორმირებას.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
განცხადებების და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
განცხადებებისა და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძველს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ვის გადავცემთ
განხილვის შედეგად თქვენ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენისას, კანონით დადგენილი წესით, ვაცნობებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
განცხადებების და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, ასევე, შეიძლება გადავცეთ:
- განხილვაში ჩართულ მხარეებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
- პირებს, რომლებისგანაც განხილვის ფარგლებში ინფორმაციას გამოვითხოვთ, თუ ეს აუცილებელია ინფორმაციის მოსაპოვებლად;
- უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები;
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში;
- საფოსტო მომსახურების გამწევ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს;
- ჩვენი ვებგვერდების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შენახვაში ჩართულ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
განცხადებების და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.
- 2.2 მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციის და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის მოთხოვნების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კონსულტაციის ან სამართლებრივი აქტის ექსპერტიზის მოთხოვნისას, ვიღებთ თქვენს მომართვაში და მასზე დართულ მასალებში მითითებულ ინფორმაციას თქვენი და სხვა პირების შესახებ.
თქვენი მონაცემები შესაძლოა სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი ასეთი მომართვებითაც მოგვეწოდოს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
კონსულტაციების გაცემის და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
- მომართვის ავტორის/მისი წარმომადგენლის:
- სახელს და გვარს;
- მომართვაში მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციას;
- ჩვენ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას;
- სოციალური ქსელის მომხმარებლის სახელს, თუ მომართვას სოციალური ქსელით ვიღებთ;
- სატელეფონო ნომერს, სატელეფონო ზარის წამოწყების დროს და ზარის ხანგრძლივობას, თუ სატელეფონო გზით მოგვმართავთ;
- მომართვაში და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა მონაცემებს.
რისთვის ვიყენებთ
შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შევისწავლით თქვენს მოთხოვნას და უზრუნველვყოფთ თქვენი მომართვის საპასუხო საკონსულტაციო პასუხის თქვენთვის მოწოდებას.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
კონსულტაციების გაცემის და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
ვის გადავცემთ
კონსულტაციების გაცემის და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ საფოსტო მომსახურების გამწევ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
- 2.3 მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის და სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის ან სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის მოთხოვნით მომართვისას, თქვენგან ვიღებთ მომართვაში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციას თქვენი და სხვა პირების შესახებ.
თქვენი მონაცემები შესაძლოა სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი ასეთი მომართვებითაც მოგვეწოდოს.
გარდა ამისა, საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის, ვუკავშირდებით განხილვისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე ყველა პირს თუ დაწესებულებას და მათგანაც მოვიპოვებთ თქვენ შესახებ დამატებით ინფორმაციას.
საჭიროების შემთხვევაში, განხილვისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოვიპოვებთ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც.
საკითხის ჯეროვნად შესწავლისთვის შესაძლებელია, დამატებითი ინფორმაცია თქვენგანაც გამოვითხოვოთ.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის და სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნების განხილვის ფარგლებში ვაგროვებთ:
- განმცხადებლის/მისი წარმომადგენლის, მონაცემთა მიმღების, სპეციალური წარმომადგენლის:
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას და ხელმოწერას;
- ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს;
- ჩვენ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას;
- სხვა ინფორმაციას, რაც განაცხადში და თანდართულ დოკუმენტებში, ასევე, ჩვენ მიერ დამატებით მოპოვებულ მტკიცებულებებში იქნება მითითებული.
- განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ/ჩვენ მიერ სხვა წყაროდან მოპოვებულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციას სხვა პირების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაციას;
- სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის მოთხოვნის წარმომდგენის საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაციას.
ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი განაცხადის განხილვის ფარგლებში შესაძლოა გავმართოთ ზეპირი განხილვა, რომლის შინაარსსაც ავსახავთ წერილობით ან აუდიო ოქმში. აუდიო ოქმს შევადგენთ მხოლოდ ზეპირ განხილვაზე დამსწრე ყველა პირის თანხმობის შემთხვევაში.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილ განაცხადთან ერთად სავალდებულოდ მოსაწოდებელი მონაცემების სია იხილეთ აქ, ხოლო სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განაცხადთან ერთად სავალდებულოდ წარმოსადგენი მონაცემების სია - აქ.
რისთვის ვიყენებთ
შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ვაფასებთ, თავსებადია თუ არა მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის ან სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილი თქვენი განაცხადები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს და გაცნობებთ მათ შესახებ.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის და სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადების განხილვის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განაცხადის განსახილველად.
განაცხადის შესწავლის ფარგლებში შეგროვებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძველს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ვის გადავცემთ
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის და სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ განაცხადების განხილვის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:
- პირებს, რომლებისგანაც განხილვის ფარგლებში ინფორმაციას გამოვითხოვთ, თუ ეს აუცილებელია ინფორმაციის მოსაპოვებლად;
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში;
- საფოსტო მომსახურების გამწევ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
განაცხადების განხილვის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.
- 2.4 საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენთან დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მომართვისას, ვიღებთ თქვენს მომართვაში და მასზე დართულ მასალებში მითითებულ ინფორმაციას თქვენი და სხვა პირების შესახებ.
თავის მხრივ, თქვენი მონაცემები შესაძლოა სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი ასეთი მომართვებითაც მოგვეწოდოს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
მომართვის ავტორის/მისი წარმომადგენლის:
- სახელს და გვარს;
- პირად ნომერს;
- მისამართს;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
- ჩვენ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას;
- მომართვაში და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა მონაცემებს.
განხილვის ფარგლებში, ასევე, წვდომა გვაქვს იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც მომართვით მოთხოვნილ დოკუმენტებსა და მასალებშია მითითებული.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისას სავალდებულოდ წარმოსადგენი მონაცემების სია იხილეთ აქ.
რისთვის ვიყენებთ
მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველვყოთ ჩვენთან დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კერძოდ, განვიხილოთ ინფორმაციის გაცემის შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნები, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და გაცნობოთ მათ შესახებ.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
ვის გადავცემთ
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში დამუშავებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:
- განმცხადებელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში;
- საფოსტო მომსახურების გამწევ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
განხილვის ფარგლებში დამუშავებულ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.
- 2.5 ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
საჩივრით მომართვისას, მაგალითად, ჩვენი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, ვიღებთ თქვენს საჩივარში და მასზე დართულ მასალებში მითითებულ ინფორმაციას თქვენი და სხვა პირების შესახებ.
თავის მხრივ, თქვენი მონაცემები შესაძლოა სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი ასეთი მომართვებითაც მოგვეწოდოს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
- საჩივრის ავტორის/მისი წარმომადგენლის:
- პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას;
- მისამართს;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
- ჩვენ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას;
- საჩივარში და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა მონაცემებს.
განხილვის ფარგლებში, ასევე, ვამუშავებთ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და მასთან დაკავშირებულ საქმის მასალებში მითითებულ მონაცემებს.
საჩივრის განსახილველად მიღებისთვის სავალდებულოდ წარმოსადგენი ინფორმაციის სია და განხილვის წესი განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით.
რისთვის ვიყენებთ
მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ შევაფასოთ ჩვენთან წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და გაცნობოთ მათ შესახებ.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
საჩივრების განხილვის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
საჩივრების შესწავლის ფარგლებში შეგროვებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძველს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ვის გადავცემთ
საჩივრების განხილვის ფარგლებში დამუშავებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში;
- საფოსტო მომსახურების გამწევ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
განხილვის ფარგლებში დამუშავებულ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.
- 2.6 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ან შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ან შეცვლის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას, ჩვენთან ხვდება თქვენს მომართვაში და მასზე დართულ მასალებში მითითებული თქვენი და სხვა პირების მონაცემები.
შესაძლოა, თქვენი მონაცემები სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი ასეთი მომართვებითაც მოგვეწოდოს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ან შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღების ფარგლებში მოვიპოვებთ:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დანიშნული/განსაზღვრული პირის:
- სახელს და გვარს;
- დასაქმების ადგილის შესახებ ინფორმაციას;
- მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- დანიშვნის/განსაზღვრის თარიღის შესახებ ინფორმაციას;
- ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის თაობაზე ინფორმაციის წარმომდგენი პირის:
- სახელს, გვარს, პირად ნომერს;
- მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაციას;
- ოფიცრის დანიშვნის შესახებ წარმოდგენილ კორესპონდენციაში მითითებულ სხვა პერსონალურ მონაცემებს.
რისთვის ვიყენებთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ან შეცვლის შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება, კანონის თანახმად, სავალდებულოა.
მოპოვებულ ინფორმაციას ვიყენებთ პასუხისმგებელი პირების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად დანიშნული/განსაზღვრული პირის ვინაობას და საკონტაქტო მონაცემებს, თქვენგან მიღების შემდეგ, საჯაროდ ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციას გამოვიყენებთ ოფიცერთან დასაკავშირებლად, თუ მასთან კომუნიკაცია მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფარგლებში დაგვჭირდება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის ან შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღების და გამოქვეყნების ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ვის გადავცემთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას საჯაროდ ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე, რის შედეგადაც ხელმისაწვდომს ვხდით ვებგვერდით მოსარგებლე ნებისმიერი პირისთვის.
ვებგვერდის მეშვეობით ჩვენთვის წარმოდგენილ მონაცემებს შესანახად გადავცემთ ჩვენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
- 2.7 პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ შეტყობინებების მიღება
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
კანონმდებლობის შესაბამისად პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ შეტყობინების წარმოდგენისას, ჩვენთან ხვდება თქვენს შეტყობინებაში და მასზე დართულ მასალებში მითითებული ინფორმაცია თქვენი და სხვა პირების შესახებ.
შესაძლოა, თქვენი მონაცემები სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი ასეთი მომართვებითაც მოგვეწოდოს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ შეტყობინებების მიღების ფარგლებში მოვიპოვებთ:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის:
- სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს;
- საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაციას;
- შეტყობინების ფორმის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის, სხვა საკონტაქტო პირის:
- სახელს და გვარს;
- თანამდებობის შესახებ ინფორმაციას;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის/მისი წარმომადგენლის:
- სახელს და გვარს;
- თანამდებობის შესახებ ინფორმაციას;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- შეტყობინებაში და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა პერსონალურ მონაცემებს.
ინციდენტის შეტყობინებასთან ერთად სავალდებულოდ წარმოსადგენი მონაცემების სია იხილეთ აქ.
რისთვის ვიყენებთ
ინციდენტების შესახებ შეტყობინებების ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ კომპეტენციის ფარგლებში შევაფასოთ შეტყობინებაში აღწერილი გარემოებები და, საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ გადაწყვეტილება დამატებითი ღონისძიებების გატარების შესახებ, როგორიცაა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის შემოწმება და ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
ინციდენტების შესახებ შეტყობინებების მიღების ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ვის გადავცემთ
ვებგვერდის მეშვეობით ჩვენთვის წარმოდგენილ მონაცემებს შესანახად გადავცემთ ჩვენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
- 2.8 საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების და 1431 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში, ინფორმაციას ვიღებთ სასამართლოსგან, პროკურატურისგან, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისგან.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში ვამუშავებთ შემდეგ მონაცემებს:
- სასამართლოს მიერ მოწოდებულ:
- ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულ მონაცემებს;
- სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინებების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულ მონაცემებს;
- პროკურატურისგან მოწოდებულ:
- გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულ მონაცემებს;
- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მოწოდებულ:
- ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულ მონაცემებს;
- ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულ მონაცემებს.
- კონტროლის ელექტრონულ სისტემაში და კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში არსებულ მონაცემებს;
- გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში არსებულ მონაცემებს;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოსგან, პროკურატურისგან და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებისგან მოპოვებულ ინფორმაციას.
რისთვის ვიყენებთ
მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ კანონით დადგენილი წესით ვაკონტროლოთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ ასეთი მოქმედებების განხორციელების კანონიერება. კერძოდ, თუ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთშედარების ან სხვაგვარი შესწავლის შედეგად მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტი გამოიკვეთება, უფლებამოსილები ვართ, ჩავატაროთ შემოწმება.
ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან - სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაციას ვიყენებთ იმისთვის, რომ, კანონით დადგენილი გარემოებების არსებობისას, კონტროლის ელექტრონული სისტემის და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით შევაჩეროთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ვის გადავცემთ
საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის ფარგლებში დამუშავებულ მონაცემებს სხვა პირებს არ გადავცემთ.
- 2.9 ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარება
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოდგენისას, ჩვენთან ხვდება თქვენს განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია თქვენი და სხვა პირების შესახებ.
კონკურსის მომდევნო ეტაპებში მონაწილეობის შემთხვევაში, თქვენგან მოვიპოვებთ შესაბამისი ეტაპის ფარგლებში მოწოდებულ დამატებით ინფორმაციას.
შესაძლოა, თქვენი მონაცემები ჩვენთვის სხვა პირების მიერ წარმოდგენილი განაცხადებითაც მოგვეწოდოს. მაგალითად, თუ კანდიდატმა რეკომენდატორად დაგასახელათ, ან როდესაც ხელს აწერთ დოკუმენტზე, რომელიც კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების დასადასტურებლად წარმოგვიდგინა.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარების ფარგლებში მოვიპოვებთ:
- კონკურსში მონაწილე კანდიდატის:
- სახელს, გვარს და პირად ნომერს;
- დაბადების თარიღს;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას;
- განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას;
- კონკურსის მომდევნო ეტაპებზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;
- წერითი ან სხვა სახის დავალებების შესრულებისას შექმნილ ნაშრომებში მოცემულ ინფორმაციას.
- წარმოდგენილ განაცხადში და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა ინფორმაციას კანდიდატის და სხვა პირების შესახებ.
კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე კანდიდატის მონაწილეობის პარალელურად, ჩვენთან გროვდება თითოეულ ეტაპზე კანდიდატის მიერ მიღებული შეფასებებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია.
თქვენი ვინაობის, დაბადების თარიღის, მოქალაქეობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, განაცხადით უნდა წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შეფასებისთვის იქნება გამოსადეგი.
რისთვის ვიყენებთ
კონკურსების ჩატარების ფარგლებში მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ შევაფასოთ დადგენილ საკონკურსო პირობებთან კანდიდატების შესაბამისობა, შევარჩიოთ საუკეთესო მათგანი და თითოეულ კანდიდატს ვაცნობოთ მასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების ჩატარების ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
კონკურსის ჩატარების ფარგლებში მოპოვებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძველს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ვის გადავცემთ
კონკურსების ფარგლებში განაცხადებს ვიღებთ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - hr.gov.ge, მეშვეობით, რა დროსაც წარმოდგენილი განაცხადი და მასზე დართული დოკუმენტაცია ბიუროსთვისაც ხდება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, კონკურსების ჩატარების ფარგლებში დამუშავებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში;
- კონკურსების ფარგლებში წერითი დავალებების ორგანიზებასა და ჩატარებაში ჩართულ ჩვენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
კონკურსების ჩატარების ფარგლებში დამუშავებულ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.
- 2.9 სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და მართვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისთვის ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სატენდერო წინადადების წარმოდგენისას, ჩვენთან ხვდება თქვენს წინადადებაში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია თქვენი და სხვა პირების შესახებ.
თქვენგან ინფორმაცია, ასევე, მოგვეწოდება ტენდერის მიმდინარეობის ფარგლებში შეკითხვით მომართვისას, ან როდესაც გიკავშირდებით თქვენს სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად.
შესაძლოა, თქვენი მონაცემები სხვა პირების მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი სატენდერო წინადადებებითაც მოგვეწოდოს.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების და მართვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
- შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების:
- სახელს, გვარს და პირად ნომერს;
- მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;
- წარმომადგენლის/საკონტაქტო პირის ვინაობას და საკონტაქტო მონაცემებს;
- სატენდერო წინადადებაში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებულ სხვა მონაცემებს;
- პრეტენდენტს/მიმწოდებელსა და ჩვენ შორის განხორციელებულ მიმოწერას.
გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის შემდეგ, მასთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელშიც მიეთითება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია.
რისთვის ვიყენებთ
მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ შევაფასოთ წარმოდგენილი წინადადებების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა, გამოვავლინოთ გამარჯვებული პრეტენდენტი, უზრუნველვყოთ მასთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორება, ასევე, მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისა და მართვის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ვის გადავცემთ
ელექტრონული ტენდერების ფარგლებში სატენდერო წინადადებებს ვიღებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული პორტალის - tenders.procurement.gov.ge, მეშვეობით, რა დროსაც წარმოდგენილი წინადადება და მასზე დართული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი ხდება როგორც სააგენტოსთვის, ისე პორტალით მოსარგებლე ნებისმიერი პირისთვის.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების ფარგლებში, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ ინფორმაციას მიმწოდებლის ვინაობის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და მიმწოდებლისთვის გადარიცხული თანხების შესახებ.
გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების და მართვის ფარგლებში დამუშავებულ მონაცემებს გადავცემთ:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად;
- სსიპ შემოსავლების სამსახურს, განაცემების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების ფარგლებში;
- სასამართლოს, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
დამუშავებულ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადავცემთ.
- 2.11 საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენ მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ან საგანმანათლებლო ღონისძიებაზე დასწრების მიზნით რეგისტრაციისას, თქვენგან მოვიპოვებთ სარეგისტრაციო ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს.
მონაცემებს თქვენგან მოვიპოვებთ ღონისძიებაზე თქვენი დასწრების აღრიცხვისას.
გარდა ამისა, თქვენს მონაცემებს მოვიპოვებთ მიმდინარე ღონისძიების ფოტო-ვიდეოგადაღებისას.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
ღონისძიებაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის პროცესში მოვიპოვებთ დასწრების მსურველი პირის:
- სახელს და გვარს;
- ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს;
- სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ სხვა მონაცემებს.
ღონისძიებაზე თქვენი დასწრების აღრიცხვისას მოვიპოვებთ:
- სახელს, გვარს და ხელმოწერას;
- დამსწრეთა აღრიცხვის ფორმაში მითითებულ სხვა მონაცემებს.
ღონისძიებაზე თქვენი ფოტო-ვიდეოგადაღების შემთხვევაში, ამის შესახებ წინასწარ გაგაფრთხილებთ და საჭიროების შემთხვევაში, მოვიპოვებთ თქვენს თანხმობას.
რისთვის ვიყენებთ
რეგისტრაციის და დამსწრეთა აღრიცხვის ფარგლებში მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ვალდებულების შესაბამისად ეფექტიანად უზრუნველვყოთ საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, მოგცეთ მათზე დასწრების შესაძლებლობა.
ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალას კი ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, საზოგადოებისთვის ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
ღონისძიებაზე დასწრების მსურველი პირების რეგისტრაციის და დამსწრეთა აღრიცხვის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
ღონისძიებებზე ფოტო-ვიდეოგადაღების და მომზადებული მასალის ჩვენს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი - გვაქვს თქვენი თანხმობა, ან/და
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ვის გადავცემთ
ღონისძიებებზე დამსწრე პირების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა, რომელსაც ჩვენს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში ვათავსებთ, ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ჩვენს ვებგვერდს და სოციალურ ქსელებში შექმნილ გვერდებს ესტუმრება.
- 2.12 ჩვენი შენობების ვიდეომონიტორინგი
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენი ადმინისტრაციული შენობების შესასვლელებში, დერეფნებსა და გარე პერიმეტრზე განთავსებული გვაქვს ვიდეოკამერები.
შესაბამისად, თუ ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებით, ჩვენთან მოხვდება თქვენი გამოსახულების შემცველი ვიდეოჩანაწერი.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით მოვიპოვებთ მხოლოდ გამოსახულების შემცველ ვიდეოჩანაწერს.
სისტემის მეშვეობით აუდიომონიტორინგს არ ვახორციელებთ.
რისთვის ვიყენებთ
ვიდეომონიტორინგის შედეგად მოპოვებულ მონაცემებს ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:
- ჩვენთან დასაქმებულთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების დასაცავად;
- ჩვენი, ჩვენთან დასაქმებულების და ვიზიტორების საკუთრების დასაცავად;
- ჩვენთან არსებული საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად.
ვის გადავცემთ
ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით მოპოვებული ჩანაწერები შეიძლება გადავცეთ სამართალდამცავ ორგანოს ან სასამართლოს, თუ ეს საჭირო იქნება ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, ან კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
- 2.13 სატელეფონო კომუნიკაციის აღრიცხვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენი სატელეფონო ნომრის მეშვეობით ჩვენ შორის კომუნიკაციისას აღვრიცხავთ განხორციელებული ზარის შესახებ ინფორმაციას.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
სატელეფონო ზარების აღრიცხვის ფარგლებში ვინახავთ შემდეგ ინფორმაციას:
- ზარის წამომწყებისა და ადრესატის ტელეფონის ნომრებს;
- ზარის წამოწყების დროს;
- ზარის ხანგრძლივობას.
სატელეფონო საუბრის აუდიოჩაწერის საჭიროების შესახებ წინასწარ გაგაფრთხილებთ და გაცნობებთ ჩვენს მიზნებს, რის შემდეგაც საუბარს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჩავიწერთ.
რისთვის ვიყენებთ
სატელეფონო ზარების აღრიცხვის ფარგლებში მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ზუსტად დავაფიქსიროთ სატელეფონო გზით მომართვის ფაქტები და უზრუნველვყოთ მომართვებზე სათანადო რეაგირება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
სატელეფონო ზარების აღრიცხვის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
- 2.14 ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში დაშვების აღრიცხვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენი ადმინისტრაციული შენობების შიდა სივრცეებში სტუმრობისას აღვრიცხავთ შენობებში თქვენს დაშვებას.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
შენობებში დაშვების აღრიცხვის ფარგლებში ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:
- ვიზიტორის სახელს და გვარს;
- ვიზიტორის პირად ნომერს;
- საშვის დაშვების თარიღს და დროს;
- შენობაში ვიზიტის მიზეზს;
- ვიზიტორისთვის გადაცემული საშვის ნომერს;
- შენობაში შესვლის და შენობიდან გასვლის დროს და თარიღს.
რისთვის ვიყენებთ
ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში დაშვებას აღვრიცხავთ შენობების შიდა სივრცეებზე წვდომის კონტროლისთვის, რათა დავიცვათ:
- ჩვენთან დასაქმებულთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება;
- ჩვენი, ჩვენთან დასაქმებულებისა და ვიზიტორების საკუთრება;
- ჩვენთან არსებული საიდუმლო ინფორმაცია.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში დაშვების აღრიცხვის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
ვის გადავცემთ
ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში დაშვების აღრიცხვის ფარგლებში დამუშავებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ სამართალდამცავ ორგანოს ან სასამართლოს, თუ ეს საჭირო იქნება ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, ან კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
- 2.15 ჩვენს ვებგვერდზე ვიზიტების აღრიცხვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენს ვებგვერდებზე სტუმრობისას აღვრიცხავთ თქვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
ვებგვერდზე შესვლისას თქვენგან ვაგროვებთ შემდეგ მონაცემებს:
- ვებგვერდზე შესვლის თარიღს და დროს;
- ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართს;
- გამოყენებული მოწყობილობის სახეს;
- გამოყენებული ვებბრაუზერის დასახელებას.
რისთვის ვიყენებთ
ვებგვერდებზე ვიზიტების აღრიცხვის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს ვიყენებთ შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის, რაც აუცილებელია, მათ შორის, ჩვენი ელექტრონული სისტემების მთლიანობის უზრუნველყოფისა და საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
ვებგვერდებზე ვიზიტების აღრიცხვის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძველს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
ვის გადავცემთ
ვებგვერდების ვიზიტორების შესახებ მონაცემებს შესანახად გადავცემთ ჩვენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს.
დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება გადავცეთ უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს.
- 2.16 ჩვენი თანამშრომლების სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების შესახებ მომართვების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
ჩვენი თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას, ჩვენთან ხვდება თქვენს მომართვაში და მასზე დართულ მასალებში მითითებული მონაცემები თქვენი და სხვა პირების შესახებ.
საკითხის შეფასების საჭიროებისას, თქვენ შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენისგან და სხვა პირებისგან, რომლებიც ფლობენ განხილვისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესახებ თქვენი მომართვების განხილვის ფარგლებში ვამუშავებთ:
- თქვენს მომართვაში და მასზე დართულ მასალებში მითითებულ მონაცემებს თქვენი და სხვა პირების შესახებ;
- დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირისგან და მოწმეებისგან მოპოვებულ ინფორმაციას თქვენს შესახებ.
რისთვის ვიყენებთ
ჩვენი თანამშრომლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესახებ თქვენ მიერ წარმოდგენილი მომართვის განხილვის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ დადგენილი წესის შესაბამისად შევაფასოთ დისციპლინური წარმოების დაწყების მიზანშეწონილობა, ჩავატაროთ დისციპლინური წარმოება და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
თანამშრომლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესახებ თქვენ მიერ წარმოდგენილი მომართვის განხილვის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
ვის გადავცემთ
თანამშრომლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის შესახებ თქვენ მიერ წარმოდგენილი მომართვის განხილვის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:
- დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს;
- უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები;
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
2.17 მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნების განხილვა
საიდან მოვიპოვებთ მონაცემებს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის რომელიმე უფლების რეალიზების მოთხოვნით მომართვისას, ჩვენთან ხვდება თქვენს მოთხოვნაში და მასზე დართულ მასალებში მითითებული თქვენი და სხვა პირების მონაცემები.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
- თქვენს მომართვაში და მასზე დართულ მასალებში მითითებულ მონაცემებს თქვენი და სხვა პირების შესახებ;
- დამატებით ინფორმაციას, თუ ეს თქვენი სათანადოდ იდენტიფიცირებისთვის ან/და თქვენთვის გადმოცემული წარმომადგენლობითი უფლების სათანადოდ დადასტურებისთვის დაგვჭირდება.
რისთვის ვიყენებთ
მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოვახდინოთ მათზე რეაგირება და გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილება.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
ვის გადავცემთ
მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების მოთხოვნით წარმოდგენილი მომართვების განხილვის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები შეიძლება გადავცეთ:
- საფოსტო მომსახურების გამწევ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს;
- მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულ პირებს;
- სასამართლოს, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.
- რა ვადით ვინახავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენთან მოხვედრილ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად ან/და მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
ჩვენთან არსებული მონაცემების შენახვის ვადები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით დადგენილი წესით.
- რომელ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს ვიყენებთ
საფოსტო მომსახურებას გვიწევს შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“.
ჩვენი ვებგვერდების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შესანახად ვიყენებთ ა(ა)იპ საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ მომსახურებას.
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი გვეხმარება ჩვენთან არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში წერითი დავალებების ორგანიზებასა და ჩატარებაში.
დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციისთვის ვიყენებთ Facebook Messenger-ს.
ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ინფორმაციას ვათავსებთ Facebook-ზე, X-ზე, YouTube-ზე და LinkedIn-ზე შექმნილ ჩვენს გვერდებზე.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაციის პროცესში ვიყენებთ Microsoft Booking-ს.
- რა უფლებები გაქვთ
ჩვენთან არსებულ თქვენს მონაცემებთან მიმართებით გაქვთ შემდეგი უფლებები:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
მეტი ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ იხილეთ აქ.
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- თქვენ მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- თქვენი ან სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას;
- ზემოაღნიშნულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
თქვენი უფლების შეზღუდვის საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვას მხოლოდ იმ მოცულობით გამოვიყენებთ, რაც აუცილებელი იქნება შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
- ცვლილებები
ჩვენ პერიოდულად უზრუნველვყოფთ ამ ინფორმაციის განახლებას და საჭიროების შემთხვევაში, მასში შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს.