date

2026-01-28

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრები გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრები გამართა. 

სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი, მოადგილეებთან და უწყების სხვა  თანამშრომლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფხვენისის სკოლას ეწვია და სოფელ ფხვენისის, ნიქოზისა და ხვითის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

ამასთანავე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალაქ საჩხერისა და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორებისა და საქმისმწარმოებლებისთვის. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამსახურის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონშიც — კერძოდ, მარნეულის N1, N3  N5, N6 ასევე სოფელ საიმერლოს , სოფელ თამარისის და სოფელ წერეთლის  საჯარო სკოლების მოსწავლებლებთან და მასწავლებლებთან.  

ამავე დღეს, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში, არასრულწლოვანი მოსწავლეებისთვის.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მოქმედი კანონმდებლობის ეფექტიან განხორციელებაზე. სპიკერებმა ისაუბრეს მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებზე, პრაქტიკულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, შეაფასეს ის რისკები, რომლებიც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოჰყვეს.  გაეცნენ ინტერნეტუსაფრთხოების ძირითად წესებს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამართულ შეხვედრებს ჯამში 320 მდე მსმენელი დაესწრო.

დღის ბოლოს სამსახურის უფროსმა   ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლელა ჯანაშვილი  ხორვატიის, საფრანგეთის, ურუგვაის და ფილიპინების კოლეგა საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას  ონლაინ ფორმატში ჩაერთო და აუდიტორიას   განხორციელებული აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სამსახურის უფროსი ხვალ  ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და და ხაენის (ესპანეთი) უნივერსიტეტის  ერთობლივ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები