გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-03-20
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ შეხვედრა ქ. გორში ჩატარდა.
შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის თვითმმართველობებში (მერია/საკრებულო) პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დასაქმებული შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი - სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით რაზმაძე.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა გააცნეს.
მომხსენებლებმა კანონით გათვალისწინებული ცვლილებები დეტალურად განიხილეს. მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წარუდგინეს რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებებისთვის ახალ კანონთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემის/ განახლების თაობაზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა. სიახლეების გაცნობის მიზნით სამსახური საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისთვის, ასევე მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ტრენინგებს აგრძელებს.