2024-07-25
სამსახურის თანამშრომლებმა საბერძნეთის კოლეგა საზედამხედველო ორგანოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა საბერძნეთის კოლეგა საზედამხედველო ორგანოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში, მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ (EDPB) წარადგინა ახალი პროექტი ბიზნესსაქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის პარალელურად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის შენარჩუნებას. (https://www.edpb.europa.eu/sme-data-protection-guide/home_en)
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა აქტუალური საკითხი არასრულწლოვანთა მონაცემთა დაცვისა და თანამედროვე ეპოქაში არსებული გამოწვევების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილე პირებს გაუზიარეს მათი სამომავლო ხედვები პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით.
საბერძნეთის საზედამხედველო ორგანომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ორწლიანი პროექტის - “byDefault” ანგარიში წარადგინა. კონფერენციას სხვადასხვა უწყების 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო.