2023-09-29
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გზა“ (“Ruta de la Privacidad”)
მექსიკის ხალისკოს შტატის „გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტის“ (ITEI), მექსიკის „გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან“ (INAI) კოორდინაციით, აგრეთვე, პერსონალური მონაცემთა დაცვის და „ეროვნული გამჭვირვალობის სისტემის“ (“SNT”) „პერსონალური მონაცემთა დაცვის კომისიის“ (CPDP) მოწვევით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ, მონაწილეობა მიიღო ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციაში: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გზა“ (“Ruta de la Privacidad”). ღონისძიება დაეთმო თემატიკას — „მშვიდობა, სამართლიანობა და მყარი ინსტიტუტები“, რომლის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ორგანიზატორი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, მექსიკის „გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტის“ (INAI) კომისრებმა. კონფერენციის პანელურ სესიაზე ანა თოხაძემ, მოხსენება წარადგინა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მანდატსა და არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით სამსახურის გამოცდილებაზე. მოხსენების ფარგლებში განხილულ იქნა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართლდებით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. მოხსენების შემდგომ კონფერენციის მონაწილეთა შორის გაიმართა პანელური დისკუსია.