ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-27

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართალდამცავი სექტორის წარმომადგენლებისთვის ორ დღიანი ტრენინგი გაიმართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართალდამცავი სექტორის წარმომადგენლებისთვის ორ დღიანი ტრენინგი გამართა.

შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული სიახლეები და ის გამოწვევები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოთა ძირითადი საქმიანობისა და ფუნქცია - მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა.

მათ შორის: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერსს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა; სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის კონკრეტული მიზნების განსაზღვრა; პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა დამუშავების სპეციალურ წესები და უსაფრთხოების ზომების შერჩევის კრიტერიუმები.

ტრენინგის ფარგლებში, სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა ტანიაშვილმა, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შავლეგ თოდუამ ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის: მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუციური მოდელი და მისი როლი მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების პროცესში, უსაფრთხოებისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი და ინციდენტის, როგორც ახალი ინსტიტუტის არსი და მნიშვნელობა.

თეორიულ ინფორმაციასთან ერთად ტრენინგზე წარმოადგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები და კონკრეტული შემთხვევები.

ორ დღიან ტრენინგს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები