პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აჭარაში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის სტატიების კონკურსს აცხადებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აჭარაში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის სტატიების კონკურსს აცხადებს.
თემა: პერსონალური მონაცემების დაცვა როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება.
კონკურსის მიზანია სტუდენტების თემით დაინტერესება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
ერთ მონაწილეს შეუძლია ერთი სტატიის წარმოდგენა;
სტატია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური საკითხების შესახებ მსჯელობასა და ანალიზს უნდა შეიცავდეს;
წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე;
სტატია უნდა დაიწეროს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;
მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს;
სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტის ნაშრომი აღარ შეფასდება;
არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია;
სტატიასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
სტატიის სტრუქტურა: - სათაური- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი)- აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები- შესავალი- ძირითადი ნაწილი- დასკვნა- ბიბლიოგრაფიასტატიის ტექნიკური მახასიათებლები: - ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში- გვერდების რაოდენობა: 5-7 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე)- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12- ველებს შორის დაშორება - 1.15- გვერდის მინდორი: Normalსტატიის მომზადებისას იხელმძღვანელეთ წარმოდგენილი ციტირების აკადემიური სტანდარტით - ციტირების-სახელმძღვანელო-სტანდარტისაუკეთესო 3 სტატიის ავტორი დაჯილდოვდება პლანშეტებით.
სტატიები გამოქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენში მატერიალური ფორმით და განთავსდება სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში.
ნამუშევრები მიიღება 1 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით.
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: articles@pdps.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება“.
გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს კომისია და ავტორები 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
ვებგვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, „მზა ჩანაწერებთან“ დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დასამახსოვრებლად ვიყენებთ აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ასევე გამოვიყენებთ პირადი პარამეტრების, ვიდეო პლეერის და ანალიტიკურ „მზა ჩანაწერებს“. თითოეულ მათგანზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ „მზა ჩანაწერების“ პოლიტიკაში. გთხოვთ, მონიშნოთ „მზა ჩანაწერები“, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.