პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გილოცავთ ევროპის დღეს!
ევროინტეგრაციის გზაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ საზედამხედველო ორგანოთა ღირებულებებ...
2024-04-12
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ ტრენინგი გორის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაუტარდათ. დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ავთანდილ ლეფსვერიძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა - ლიკა ტანიაშვილმა გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეო/აუდიო მონიტორინგი და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.