გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-05-27
23 მაისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს - ლელა ჯანაშვილსა და გაეროს მუდმივი კოორდინატორს ― დიდიე ტღებიუკსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს ― ნილს კრისტენსენს შორის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე წარადგინეს სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ― ოთარ ჩახუნაშვილმა, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ პოპიაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ― ანა თოხაძემ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი, მისია, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და 2025-2028 წლების სამოქმედო სტრატეგია, ასევე, სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული აქტივობები, აგრეთვე, სამსახურის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული სამი წლის სტატისტიკური მონაცემები.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს მხარეთა შორის საქართველოში პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის თაობაზე გაიმართე დისკუსია. გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ― დიდიე ტღებიუკმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენლის მოადგილემ ― ნილს კრისტენსენმა ინტერესი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.