ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-02-21

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დამუშავების საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების კურსს გაფართოებულ ფორმატში აგრძელებს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დამუშავების საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგების კურსს გაფართოებულ ფორმატში აგრძელებს.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან შედის ძალაში, შესაბამისად ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე, გაზრდილი მოთხოვნისა და ინტერესის გამო, სამსახურმა თითოეულ კურსზე დამსწრეთა რაოდენობა 4 ჯერ გაზარდა.

ორდღიანი ტრენინგ - კურსი მისასალმებელი სიტყვით სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ახალი კანონის მიღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 

აღნიშნულ ორდღიან ტრენინგს სამსახური დაინტერესებულ პირებს ყოველკვირეულად სთავაზობს. კურსი გამიზნულია კერძო და საჯარო სექტორების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მონაცემთა სხვა დამმუშავებლებისთვის. მისი მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის შესახებ არსებული კონცეფციებისა და თეორიების, ეროვნული საკანონმდებლო მოწესრიგების შესახებ საბაზისო ცოდნის შექმნა.

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება კანონის იმპლემენტაციის პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რადგან სწორედ ამ ადამიანების მიერ უნდა მოხდეს კერძო და საჯარო დაწესებულებებში მონაცემთა დაცვის ახალი სტანდარტების დანერგვა.

Photo gallery

Similar NEWS