ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-05

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან


ავსტრიის მონაცემთა დაცვის ორგანოს კომისარმა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

მატიას შმიდლი საქართველოში ვიზიტით  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციის  (CEEDPA) ფარგლებში იმყოფებოდა.  სამ დღიანი ღონისძიების პარალელურად, ავსტრიელმა კოლეგამ  საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან - ლელა ჯანაშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი უწყებებს შორის კოორდინირებული  მუშაობის მნიშვნელობას შეეხო.

ავსტრიის გარდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური  თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის პოლონეთის საზედამხედველო ორგანოსთან. ეს საკითხები თბილისში მიმდინარე კონფერენციის პარალელურად,  კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებმა - ლელა ჯანაშვილმა და ვიროსლავ ვრობლევსკიმ განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის განმტკიცება სამსახურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით ხაზგასასმელია   „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (EDPB) საქმიანობის სადამკვირვებლო სტატუსი, რომელიც სამსახურმა გასულ წელს მოიპოვა, ასევე  „მონაცემთა დაცვის ევროპის ზედამხედველის“ (EDPS) ინსტიტუციაში წარმომადგენლის ხანგრძლივი ვადით  მივლინება.

გარდა ამისა, სამსახური არაერთ საერთაშორისო ფორუმშია გაწევრიანებული. მათ შორისაა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოთა ფრანკოფონიის ასოციაცია“ „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (GPA) სამუშაო ჯგუფი და  „ტექნოლოგიაში მონაცემთა დაცვის საერთაშორისო ე.წ. „ბერლინის სამუშაო ჯგუფი.

Photo gallery

Similar NEWS