ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-07

მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (EDPB) მიერ მიღებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები ,,მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის” (GDPR) თანახმად პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქართულ ენაზე გამოქვეყნდა


გიზიარებთ ,,მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (EDPB) მიერ მიღებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს ,,მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის” (GDPR) თანახმად პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

გაიდლაინების თარგმანი მომზადდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის ფარგლებში და წარმოადგენს არაოფიციალურ თარგმანს.

მომზადებული თარგმანის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში დამკვიდრება და ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების ,,ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს” მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად განმარტება.

აღსანიშნავია, რომ ,,მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს” (EDPB) ოფიციალურ გვერდზე, აღნიშნული რეკომენდაციების ქართულ ენაზე თარგმანიც განთავსდება.

გაიდლაინები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ინსტრუქციებს შემდეგ საკითხებზე:

  • სახელმძღვანელო რეკომენდაცია ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისა და პროფაილინგის შესახებ, 2016/679 რეგულაციის მიზნებისთვის

https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/03/ავტომატიზებული-ინდივიდუალური-გადაწყვეტილების-მიღების-და-პროფაილინგი.pdf

  • სახელმძღვანელო რეკომენდაცია 3/2019 პერსონალური მონაცემების ვიდეომოწყობილობებით დამუშავების შესახებ

https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2024/03/პერსონალური-მონაცემების-ვიდეომოწყობილობებით-დამუშავების-შესახებ.pdf

Photo gallery

Similar NEWS