ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-20

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ულოცავს ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს დირექტორს, ზდრავკო ვუკიჩს „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (EDPB) თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე არჩევას


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ულოცავს ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს დირექტორს, ზდრავკო ვუკიჩს „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (EDPB) თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე არჩევას. ჩვენთვის დიდი პატივია, ვითანამშრომლოთ ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წელს, ცავტატში და ემსახურება საზედამხედველო ორგანოთა შორის მჭიდრო თანამშრომლობას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვის მიზნით.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ზდრავკო ვუკიჩის ერთგულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული ღირებულებებისადმი და მისი საექსპერტო გამოცდილება იქნება ფასდაუდებელი კონტრიბუცია საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საქმიანობაში. სამსახური წარმატებებს უსურვებს ზდრავკო ვუკიჩს მის ახალ თანამდებობაზე!

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები