ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-11-08

განცხადება ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის შედეგების შესახებ


მოხარული ვართ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის შედეგებით, რომელშიც საქართველოს მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაერთიანების გზაზე, დადებითად არის შეფასებული!
 
ეს ჩვენთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყოა, რადგან ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულება დადებითად შეფასდა, მათგან ერთ-ერთი პუნქტი კი სწორედ ჩვენი სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას შეეხებოდა!
 
ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, ჩვენი წვლილი ღირსეულად შევიტანოთ!
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაც საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს.
 
ევროინტეგრაციის გზაზე, სამსახური განაგრძობს ინსტიტუციურ განვითარებას, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ევროპული ფასეულობების განმტკიცებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვას, რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მონაცემთა დაცვის ევროპულ საზედამხედველო ორგანოთა შორის.
 
ვულოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ შეფასებას!

მსგავსი სამსახურის განცხადებები