განცხადება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა...
2024-10-25
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა ათეულობით პირმა წინასაარჩევნო პროცესში მათი პერსონალური მონაცემების შესაძლო უკანონო დამუშავების ფაქტებზე.
წარმოდგენილი განცხადებებისა და შეტყობინებების თანახმად, საარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში, პოლიტიკურმა პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“ მოქალაქეების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტებზე, მათი თანხმობის გარეშე არჩევნებთან დაკავშირებული მოწოდების შემცველი არაერთი შეტყობინება გაგზავნა.
სამსახური სწავლობს სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტებს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას, საარჩევნო სუბიექტებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის (მოქალაქეთა) ღირსების შეულახავად; არ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მონაცემები არამართლზომიერი მიზნით; დაამუშაონ მხოლოდ ადეკვატური და პროპორციული მოცულობის მონაცემები და მოპოვებული მონაცემები წაშალონ ან გაანადგურონ, დამუშავების მიზნის მიღწევის შემდგომ.
საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად ან პერსონალური მონაცემების კანონის შესაძლო დარღვევით დამუშავების ფაქტთან დაკავშირებით, ამომრჩევლებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (+995322421000, office@pdps.ge, საქართველო, თბილისი, ნ. ვაჩნაძის N°7, 0105, ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. N°48, 6010).
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა...
2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის...
დღეს, საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ტარდება. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” სა...
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მონაცემთა დამუშავების მომწე...