ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2025-01-26

სამსახურის განცხადება ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტის კანონიერების შესწავლის დაიწყებასთან დაკავშირებით


მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მონაცემების დაცვის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა საქართველოს სახალხო დამცველის - ლევან იოსელიანის ინტერვიუ, რომლის ფარგლებშიც, მან, მათ შორის, დაასახელა რეგიონი, სადაც განთავსებულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება და მიმდებარედ არსებული ვითარება.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ეცნობება პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგების თაობაზე.

მსგავსი სამსახურის განცხადებები