კამპანია #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ონლაინ კამპან...
2025-06-16
#აღმოაჩინედარღვევაინტერნეტში
#აღმოაჩინედარღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კამპანიაა, რომელიც ახლა უკვე ინტრენტ სივრცეში არსებულ გამოწვევებს ეხება.
კამპანიის ფარგლებში შეძლებთ შეამოწმოთ, რამდენად დაკვირვებული ხართ და უსაფრთხო ინტერნეტის უზრუნველსაყოფად რა ინფორმაციას ფლობთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ რისკების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში თქვენს აქტივობებს შესაძლოა მოჰყვეს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1)
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაციისას შესავსებ ფორმას.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეგიძლიათ დაასახელოთ?
რამდენ დარღვევას ხედავთ აღნიშნულ ილუსტრაციაზე?
პასუხი 1
• მოცემულ ილუსტრაციაში პირველ დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაციისას შესავსები ფორმა მოიცავს სავალდებულოდ შესავსებ ველს პირის სამუშაო ადგილის შესახებ.
გახსოვდეთ, თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ მიზნის პროპორციულად. შესაბამისად, მოთხოვნილი უნდა იყოს მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შესაბამისი მომსახურების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში ონალინ რეგისტრაციის დროს სამუშაო ადგილის მითითების სავალდებულო მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად.
• მოცემულ ილუსტრაციაში მეორე დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ რეგისტრაციის ფორმა მოიცავს წარწერას, რომლის თანახმად, მონაცემები ავტომატურად დამუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
გახსოვდეთ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება მხოლოდ თქვენი თანხმობით.
თქვენი თანხმობა უნდა იყოს გამოხატული თქვენივე აქტიური მოქმედებით, წერილობით ან ზეპირად, და შეიცავდეს მითითებას თქვენი კონკრეტული მონაცემების კონკრეტული მიზნით დამუშავების თაობაზე. ასევე აუცილებელია, თქვენი სურვილი – დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით – იყოს თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული.
მითითება, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად დამუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, არ წარმოადგენს თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
• შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ონლაინ მაღაზიის ბმულს, რომლის შესახებაც თქვენთვის ერთ-ერთი რეკლამით გახდა ცნობილი.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც ეჭვს იწვევს.
შეგიძლიათ დაასახელოთ ეს საეჭვო გარემოება?
პასუხი 2
მოცემულ სიტუაციაში საყურადღებო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ონლაინ მაღაზიის ბმული იწყება სიმბოლოებით http , ნაცვლად https-ისა.
• გახსოვდეთ, თუ ბმული იწყება სიმბოლოებით http, თქვენ მიერ ვებგვერდზე შეყვანილი მონაცემები საფრთხეშია. კერძოდ, ასეთ ვებ გვერდებზე თქვენ მიერ მითითებული მონაცემები არ იშიფრება, რაც ნიშნავს, რომ მონაცემები შეიძლება წაკითხულ იქნეს მესამე პირების მიერ.
• იმ ბმულებზე, რომლებიც იწყება სიმბოლოებით http, არ შეავსოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია: პაროლები, საბანკო ბარათის მონაცემები, რადგან არსებობს რისკი, თქვენი მონაცემები გამოყენებულ იქნეს არამიზნობრივად.
• ისარგებლეთ მხოლოდ ისეთი ბმულებით, რომლებიც იწყება სიმბოლოებით https. ასეთი ბმულები უზრუნველყოფენ თქვენ მიერ მითითებული მონაცემების დაშიფვრას, რაც იცავს თქვენს მონაცემებს მესამე პირებისგან.
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ვებგვერდზე ეგრეთწოდებულ cookie პოლიტიკაზე თანხმობის ღილაკს.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?
პასუხი 3
• მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ ე.წ. cookie- პოლიტიკაზე თანხმობის შეტყობინება არ მოიცავს უარის თქმის შესახებ ღილაკს.
• გახსოვდეთ, მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენს თქვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადება.
• თანხმობა თქვენი მონაცემების დამუშავებაზე უნდა იყოს გამოხატული თქვენივე აქტიური მოქმედებით, წერილობით ან ზეპირად. მთავარია, თქვენი სურვილი, დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული.
• თუ თქვენ არ განგიცხადებიათ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და არ არსებობს თქვენი მონაცემების დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
• საფუძვლის გარეშე თქვენი მონაცემების დამუშავება წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის სანქციას.
• შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
4)
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ონლაინ შესყიდვის დროს ბარათის დამატების ველს.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?
პასუხი 4
• მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ ნივთის ონლაინ შესყიდვის დროს ვებგვერდი ავტომატურად იმახსოვრებს მომხმარებლის ბარათის მონაცემებს და არ იძლევა შესაძლებლობას მომხმარებელმა შესყიდვა განახორციელოს ვებგვერდის მიერ მისი ბარათის მონაცემების დამახსოვრების გარეშე. ასევე, ვებგვერდზე არ არის მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, ბარათის მონაცემების შენახვის მიზნებისა და საფუძვლის, ასევე, მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა − მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
• გახსოვდეთ, მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადება.
• თანხმობა თქვენი მონაცემების დამუშავებაზე უნდა იყოს გამოხატული თქვენივე აქტიური მოქმედებით, წერილობით ან ზეპირად. მთავარია თქვენი სურვილი დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული.
• თუ თქვენ არ განგიცხადებიათ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და არ არსებობს თქვენი მონაცემების დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საფუძვლის გარეშე.
• საფუძვლის გარეშე თქვენი მონაცემების დამუშავება წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის სანქციას.
• გახსოვდეთ, თუ მონაცემები გროვდება უშუალოდ თქვენგან, თქვენ უნდა მოგეწოდოთ ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის, ასევე, მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა − მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
• შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
5)
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ მშობლების ჩატს, სადაც მასწავლებელი ერთიანად აგდებს სიას, შეფასების ქულების შესახებ.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?
პასუხი 5
მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მასწავლებელი სხვა მოსწავლეების მშობლებისათვის ხელმისაწვდომს ხდის თითოეული მოსწავლის შეფასების ქულას.
• არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების (მისი აკადემიური მოსწრება, მისი ყოფაქცევა, მის მიმართ გაკეთებული სიტყვიერი შეფასებები, მასწავლებლების მასთან დამოკიდებულება ან სხვა ინფორმაცია) დამუშავებისას მთავარი ორიენტირი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა. უკანონოდ გამჟღავნებულმა ინფორმაციამ შეიძლება იმოქმედოს არასრულწლოვნის შემდგომ განვითარებაზე, გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია და შესაძლოა თანატოლების მხრიდან ბულინგისა და ჩაგვრის ობიექტი გახდეს.
• შესაბამისად, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლის ნიშნის შესახებ ინფორმაცია ინდივიდუალურად მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიაწოდოს და არ გახადოს ეს ინფორმაცია სხვა პირების, მათ შორის, თანაკლასელებისა და მათი მშობლებისთვის ხელმისაწვდომი.
• შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
6)
აღნიშნულ ილუსტრაციაში ასახულია ონლაინ შესყიდვის განხორციელების პროცესი.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეგიძლიათ დაასახელოთ ეს დარღვევა?
პასუხი 6
• მოცემულ ილუსტრაციაში დარღვევას წარმოადგენს ის, რომ აპლიკაცია მომსახურების გაწევამდე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, თქვენგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ახერხებთ კონკრეტული მომსახურების მიღებას.
• გახსოვდეთ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების მხოლოდ ნებაყოფლობით შეიძლება.
• გახსოვდეთ, უპირობო მითითება, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად დამუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, არ წარმოადგენს თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
• შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
7)
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ შეტყობინებას, რომელიც გაცნობებთ, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ერთგულებისთვის თანხით დაგაჯილდოვათ.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც საეჭვოს ხდის შეტყობინებას. შეგიძლიათ დაასახელოთ ეს საეჭვო გარემოება?
პასუხი 7
• მოცემულ ილუსტრაციაში საყურადღებოა, რომ ვებგვერდი შესაძლოა არ წარმოადგენდეს კომპანიის ოფიციალურ პლატფორმას.
• გახსოვდეთ, სანამ თქვენს მონაცემებს მიუთითებთ, დარწმუნდით, რომ ის წარმოადგენს კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს. გადაამოწმეთ ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიასთან.
• კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე თქვენი თითოეული მონაცემის შეყვანამდე დარწმუნდით, რომ მისი მითითება აუცილებელია.