იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ინტერნეტსივრცეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე ინსტრუქცია გამოაქვეყნა
2024 წლის 30 მაისს, იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“Garante per la protezione dei dati personali”) გამოსცა ინსტრუქცია[1], რომელიც ვებგვერდებიდან მონაცემთა ავტომატური მოპოვებისას (“Web Scraping”) პერსონალური მონაცემების დაცვასშეეხება. დოკუმენტში წარმოდგენილია წესები მესამე პირების მხრიდან მონაცემთა შეგროვების სტანდარტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის (“AI”) სისტემები გამოიყენება.
იტალიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ შემუშავებულ ინსტრუქციაში ასახულია 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ინსპექტირების შედეგები ვებგვერდიდან შეგროვებული პერსონალური მონაცემები ლეგიტიმური მიზეზების შეფასებების შესახებ. იტალიის საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესები, რათა საჭიროებისამებრ შემუშავდეს ვებგვერდიდან მონაცემთა ავტომატური მოპოვების (“Web Scraping”) შეჩერების ან მინიმიზაციის მექანიზმები.
შესაბამისად, იტალიის მონაცემთა დაცვის ორგანომ გასცა შემდეგი რეკომენდაციები:
ვებგვერდისმომსახურებისპირობებს (“Terms of Service”) დაემატოს პუნქტები მონაცემების „სკრაპინგის“(“Web Scraping”) წინააღმდეგ;
ვებგვერდებზე შეიქმნას ე. წ. „რეზერვირებული სივრცე“ (“Reserved Areas”), რომელიც მხოლოდ მომხმარებელთა დარეგისტრირების შემთხვევაში გახდება ხელმისაწვდომი;
განხორციელდეს ვებგვერდებზე ინტერნეტტრაფიკის მონიტორინგის შემავალი და გამავალი მონაცემების ნებისმიერი უჩვეულო მოძრაობის იდენტიფიცირებისთვის;
ვებგვერდებსადაპლატფორმებზე დაიბლოკოს ან შეიზღუდოს მონაცემებზე წვდომა ტექნოლოგიებისგამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქცია სარეკომენდაციო ხასიათისაა. მონაცემთადამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმაუნდა შეიმუშაონ შესაბამისი ღონისძიებები „ვებსკრაპინგის“ თავიდანასარიდებლადანშესამცირებლად. აღნიშნულ პროცესში გასათვალისწინებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისპროცესი,მოცულობა, კონტექსტიდამიზანი.
საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი დარღვევა შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისთვის არასათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების...
ლიეტუვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ განიხილა განცხადება, რომელშიც მონაცემთა სუბიექტი აღნიშნავდა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის...
ვებგვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, „მზა ჩანაწერებთან“ დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დასამახსოვრებლად ვიყენებთ აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ასევე გამოვიყენებთ პირადი პარამეტრების, ვიდეო პლეერის და ანალიტიკურ „მზა ჩანაწერებს“. თითოეულ მათგანზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ „მზა ჩანაწერების“ პოლიტიკაში. გთხოვთ, მონიშნოთ „მზა ჩანაწერები“, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.