ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

,,კონფიდენციალურობის გაკვეთილები’’

2025 წლის 1 თებერვლიდან, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს ყოველკვირეულად ჩვენს ოფისში ვიწვევთ.

საჯარო და კერძო სკოლის, VI-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრების ახალ ფორმატს ვთავაზობთ, სახელწოდებით: ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილები’’.

შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე შეაფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს, ისწავლიან ინტერნეტ უსაფრთხოების წესებსაც.

შეხვედრები თბილისში ყოველ სამშაბათს, ბათუმის ოფისში კი თვეში ერთხელ გაიმართება. (ქ. თბილისი, ნ.ვაჩნაძის N7, ქ. ბათუმი ბაქოს ქუჩა N48)

დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა- 20-25 მონაწილე.

ხანგრძლივობა 1,30 სთ.

შეხვედრის დასაჯავშნად სკოლის წარმომადგენლებმა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე office@pdps.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია

  •  ინფორმაცია სკოლის შესახებ;
  •  საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • დამსწრე მოსწავლეთა ასაკი და ზუსტი რაოდენობა;
  • შეხვედრის სასურველი თარიღი (სამშაბათი);

შეტყობინების მიღების შემდგომ, დეტალების დაზუსტების მიზნით, სამსახურის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ჩაინიშნება შეხვედრა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრის ჩანიშვნა ხდება სრული ჯგუფისთვის, სკოლის ადმინისტრაციის ან მასწავლებლის მიერ.