ხშირად დასმული კითხვები
სამსახურისთვის განცხადებით მომართვა არ ითვალისწინებს რაიმე სახის საფასურს და სრულად უსასყიდლოა.
Xidmətə müraciət etmək heç bir ödəniş tələb olunmur və proses tamamilə pulsuzdur.
Անձնական տվյալների պաշտպանության ծառայության դիմելը որևէ տեսակի վճար չի պահանջում և ամբողջովին անվճար է:
ბიომეტრიული მონაცემია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებული მონაცემი, რომელიც მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთანაა (მაგალითად, სახის გამოსახულება, ხმის მახასიათებელი, თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი და სხვა) დაკავშირებული და სუბიექტის უნიკალური იდენტიფიცირების/ვინაობის დადასტურების შესაძლებლობას იძლევა.
ცალკე აღებული ფოტოსურათი ან ვიდეოგამოსახულება , ბიომეტრიულ მონაცემს არ წარმოადგენს, სანამ იგი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მაგალითად, როგორიცაა სახის ამომცნობი სისტემა, არ დამუშავდება და პირის უნიკალურ იდენტიფიცირებას არ მოახდენს.
Biometrik məlumatlar, məlumat subyektinin fiziki, fizioloji və ya davranış xüsusiyyətlərinə aid texniki vasitələrdən istifadə etməklə işlənmiş məlumatlardır (məsələn, üz təsviri, səs xarakteristikası, barmaq izi, gözün rəngli qişası və s.) ilə əlaqəlidir və subyektin şəxsiyyətini unikal şəkildə müəyyən etmək/təsdiq etmək imkanı verir.
Ayrı-ayrılıqda çəkilmiş fotoşəkil və ya video təsvir texniki vasitələrdən, məsələn, sifətin tanınması sistemi ilə işlənməyənə qədər biometrik məlumatı təşkil etmir və şəxsiyyəti unikal şəkildə müəyyən edir.
Կենսաչափական տվյալներ են՝ տեխնիկական միջոցների կիրառմամբ մշակված տվյալ, որոնք կապված են տվյալների սուբյեկտի ֆիզիկական, ֆիզիոլոգիական կամ վարքային բնութագրերի հետ (օրինակ. դեմքի պատկերը, ձայնի բնութագրիչը, մատնահետքը, աչքի գունավոր թաղանթը և այլն), որոնք տալիս են սուբյեկտի եզակի նույնականացման/ինքնության հաստատման հնարավորություն:
Առանձին արված լուսանկարը կամ տեսանյութը, կենսաչափական տվյալներ չեն կազմում, քանի դեռ այն չի մշակվել տեխնիկական միջոցների կիրառմամբ, օրինակ՝ դեմքի ճանաչման համակարգով, և եզակի կերպով չի նույնականացնում անձին:
საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ არ ითვალისწინებს მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ვადას. პერსონალური მონაცემების შენახვა დასაშვებია მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, მონაცემები უნდა წაიშალოს/განადგურდეს/ დეპერსონალიზებული ფორმით იყოს შენახული.
გამონაკლისია, როცა მონაცემთა დამუშავება: პირდაპირაა განსაზღვრული კანონით/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად.
Gürcüstanın Şəxsi Məlumatların Mühafizəsi Qanunu məlumatların saxlanması ilə bağlı konkret müddət nəzərdə tutmur. Şəxsi məlumatların saxlanmasına yalnız məlumatların işlənməsinin qanuni məqsədinə nail olmaq üçün lazım olan müddətə yol verilir.
Bu məqsədə nail olduqdan sonra məlumatlar şəxsiyyətsizləşdirilmiş formada silinməli/məhv edilməli/saxlanmalıdır.
İstisnalar verilənlərin emalı zamanı edilir: qanun/alt-qanun normativ aktla açıq şəkildə müəyyən edilir və məlumatların saxlanması demokratik cəmiyyətdə ən yaxşı maraqların qorunması üçün zəruri və mütənasib tədbirdir.
«Անձնական տվյալների պաշտպանության մասին» Վրաստանի օրենքը չի նախատեսում տվյալների պահպանման հետ կապված կոնկրետ ժամկետ: Անձնական տվյալների պահպանումը թույլատրվում է միայն այն ժամանակահատվածում, որն անհրաժեշտ է տվյալների մշակման օրինական նպատակին հասնելու համար:
Այս նպատակին հասնելուց հետո, տվյալները պետք է ջնջվեն/ոչնչացվեն/ ապաանձնավորված ձևով պահվեն:
Բացառություն է, երբ տվյալների մշակումը. հստակորեն սահմանված է օրենքով/ենթաօրենսդրական նորմատիվ ակտով և տվյալների պահպանումը անհրաժեշտ և համաչափ միջոց է ժողովրդավարական հասարակության լավագույն շահերը պաշտպանելու համար:
საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელის/სივრცის ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით.
საცხოვრებელ შენობაში არსებული ინდივიდუალური საკუთრების შესასვლელის ვიდეომონიტორინგი კი დასაშვებია მხოლოდ მისი მესაკუთრის/მფლობელის გადაწყვეტილებით/წერილობითი თანხმობით. ამასთან, ვიდეომონიტორინგის განხორციელება არ უნდა ლახავდეს სხვა პირების ლეგიტიმურ ინტერესებს.
თუ საცხოვრებელ შენობაში/მის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემის ხედვის არეალში ექცევა საჯარო/საერთო სივრცე, სხვა პირის საცხოვრებელი სახლი, ვიდეომონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა განათავსოს ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშანი.
Yaşayış binasının ümumi girişinin/yerinin video monitorinqinin həyata keçirilməsinə mülkiyyətçilərin yarıdan çoxunun yazılı razılığı ilə yol verilir.
Yaşayış binasına şəxsi əmlakın girişinin video monitorinqinə yalnız onun sahibinin/mülkiyyətçisinin qərarı/yazılı razılığı ilə icazə verilir. Bununla belə, videomonitorinqin həyata keçirilməsi digər şəxslərin qanuni maraqlarına xələl gətirməməlidir.
Yaşayış binasında/onun xarici perimetrində yerləşən videomonitorinq sisteminin baxış sahəsinə ictimai/ümumi sahə, başqa şəxsin yaşayış evi daxildirsə, videomonitorinq həyata keçirən şəxs videomonitorinqin aparılması barədə xəbərdarlıq lövhəsi qoymalıdır.
Բնակելի շենքի ընդհանուր մուտքի/տարածքի տեսադիտարկման իրականացումը թույլատրվում է սեփականատերերի կեսից ավելիի գրավոր համաձայնությամբ։
Բնակելի շենքում անհատական գույքի մուտքի տեսադիտարկումը թույլատրվում է միայն դրա սեփականատիրոջ/տիրապետողի որոշմամբ/գրավոր համաձայնությամբ: Այնուամենայնիվ, տեսադիտարկման իրականացումը չպետք է վնասի այլ անձանց օրինական շահերն։
Եթե բնակելի շենքում/դրա արտաքին պարագծում գտնվող տեսադիտարկման համակարգի դիտման տարածքը ներառում է հանրային/ընդհանուր տարածք, մեկ այլ անձի բնակելի տուն, տեսադիտարկում իրականացնող անձը պետք է նախազգուշացնող նշան փակցնի տեսադիտարկման ընթացքի մասին։
ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ორგანიზაციაში იმავდროულად აკისრია სხვა ისეთი ფუნქციები და მოვალეობები, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, განსაზღვროს მონაცემთა დამუშავების მიზანი და საშუალება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არ უნდა იყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესებში უშუალოდ ჩართული პირი. იგი არ უნდა ასრულებდეს იმგვარ ფუნქციას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციაში დამუშავების პროცესების მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან.
მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს ისეთი პოზიციების დაკავება, როგორიცაა: დირექტორი, ადამიანური რესურსებისა თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (საჯარო დაწესებულების შემთხვევაში) და ნებისმიერი სხვა თანამდებობა/ფუნქცია, რომლის ფარგლებშიც იგი, შესაძლოა, უშუალოდ იყოს ჩართული მონაცემთა დამუშავების პროცესში.
Maraqlar toqquşması o zaman baş verir ki, təşkilatda Şəxsi Məlumatların Mühafizəsi zabiti eyni vaxtda ona məlumatların işlənməsinin məqsəd və vasitələrini müəyyən etməyə imkan verən digər funksiya və vəzifələrə malik olsun.
Şəxsi Məlumatların Mühafizəsi zabiti şəxsi məlumatların işlənməsi proseslərində birbaşa iştirak edən şəxs olmamalıdır. O, təşkilat daxilində məlumatların işlənməsi proseslərinin məlumatların mühafizəsi qanunvericiliyinə uyğunluğu ilə ziddiyyət təşkil edən funksiyaları yerinə yetirməməlidir.
Məsələn, direktor, insan resursları və ya informasiya texnologiyaları şöbəsinin rəhbəri, ictimai informasiya üçün məsul şəxs (dövlət qurumu halında) və ya birbaşa məlumat emalına cəlb edilə biləcək hər hansı bir vəzifə / funksiya kimi mövqelərin tutulması maraqların qarşıdurmasına səbəb olur.
Շահերի բախումն առաջանում է, երբ կազմակերպությունում անձնական տվյալների պաշտպանության սպան միաժամանակ կատարում է այլ գործառույթներ և պարտականություններ , որոնք նրան հնարավորություն են տալիս որոշել տվյալների մշակման նպատակը և միջոցները:
Անձնական տվյալների պաշտպանության սպա չպետք է լինի անձնական տվյալների մշակման գործընթացներում անմիջականորեն ներգրավված անձ: Այն չպետք է կատարի այնպիսի գործառույթ, որը հակասում է կազմակերպության ներսում մշակման գործընթացների համապատասխանությանը տվյալների պաշտպանության օրենսդրությանը:
Օրինակ՝ շահերի բախումն առաջանում է այնպիսի պաշտոններ զբաղեցնելուց, ինչպիսիք են՝ տնօրենը, մարդկային ռեսուրսների կամ տեղեկատվական տեխնոլոգիաների վարչության պետը, հանրային տեղեկատվության տրամադրման համար պատասխանատու անձը (պետական հաստատության դեպքում) և ցանկացած այլ պաշտոն/գործառույթ՝ որի շրջանակներում անձնական տվյալների պաշտպանության սպա կարող է անմիջականորեն ներգրավված լինել տվյալների մշակման գործընթացում:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში არის დასაშვები აუდიომონიტორინგის, ვიდეომონიტორინგის განხორციელება.
ვიდეომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია დანაშაულის თავიდან აცილების/გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოების, საკუთრების, არასრულწლოვანის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიზნებისთვის ან სხვა ლეგიტიმური მიზნით. ამასთან, ვიდეომონიტორინგის განხორციელება მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და პროპორციული საშუალება უნდა იყოს.
ხოლო, აუდიომონიტორინგის განხორციელება დასაშვებია თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზანი, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევები.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
შესაბამისად, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ერთის მხრივ, რამდენად არსებობს აუდიო და ვიდეო მონიტორინგის განხორციელების საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ, რამდენად პროპორციულია მონაცემთა ამ მოცულობით დამუშავება.
Şəxsi Məlumatların Mühafizəsi haqqında qanun hansı hallarda audio və video monitorinqin aparılmasına yol verildiyini birbaşa müəyyən edir.
Video monitorinqə cinayətlərin qarşısının alınması/aşkarlanması, ictimai təhlükəsizlik, şəxsi təhlükəsizlik, əmlak, kiçik, məxfi məlumatların mühafizəsi, müayinə/sınaq məqsədləri və ya digər qanuni məqsədlər üçün yol veriləndir.
Bundan əlavə, video monitorinqin həyata keçirilməsi məlumatların işlənməsi məqsədi üçün adekvat və mütənasib bir vasitəsi olmalıdır.
Səs monitorinqinə məlumat subyektinin razılığı, qeydin yazılma məqsədi,məlumatların işlənməsi üçün məsul şəxsin əhəmiyyətli qanuni maraqları və ya Gürcüstan qanunvericiliyi ilə birbaşa nəzərdə tutulmuş hallarda yol verilir.
Bununla belə, qeyd etmək lazımdır ki, məlumatlar yalnız müvafiq qanuni məqsədə nail olmaq üçün lazım olan dərəcədə işlənməlidir.
Müvafiq olaraq, hər bir halda, bir tərəfdən audio-video monitorinqin həyata keçirilməsi üçün nə dərəcədə əsasların olması, digər tərəfdən isə bu həcmdə məlumatların işlənməsinin nə dərəcədə mütənasib olması fərdi şəkildə qiymətləndirilməlidir.
Անձնական տվյալների պաշտպանության մասին օրենքով ուղղակիորեն սահմանված է, թե որ դեպքերում է թույլատրելի ձայնային մոնիթորինգ և տեսադիտարկում իրականացնել։
Տեսադիտարկման իրականացումը թույլատրելի է հանցավորության կանխարգելման/բացահայտման, հանրային անվտանգության, անձնական անվտանգության, սեփականության, անչափահասների, գաղտնի տեղեկությունների պաշտպանության, քննության/թեստավորման նպատակներով կամ այլ օրինական շահերի համար: Տեսադիտարկման իրականացումը տվյալների մշակման նպատակին համարժեք և համաչափ միջոց պետք է լինի:
Իսկ, ձայնային մոնիթորինգի իրականացումը թույլատրելի է, եթե կա տվյալների սուբյեկտի համաձայնությունը, արձանագրության գրառում վարելու նպատակը, մշակման համար պատասխանատու անձի կարևոր օրինական շահը կամ Վրաստանի օրենսդրությամբ ուղղակիորեն նախատեսված դեպքեր.
Այնուամենայնիվ, հարկ է նշել, որ տվյալները պետք է մշակվեն միայն այն ծավալով, որքանով անհրաժեշտ է համապատասխան օրինական նպատակին հասնելու համար:
Համապատասխանաբար, յուրաքանչյուր դեպքում անհատապես պետք է գնահատել՝ մի կողմից, որքանով գոյություն ունի ձայնային մոնիթորինգի և տեսադիտարկման իրականացման հիմքեր, և մյուս կողմից՝ որքանով է համաչափ տվյալների այս ծավալի մշակումը։
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში არ ითვალისწინებს „სამუშაო სივრცის“ განმარტებას. შესაბამისად, „სამუშაო სივრცე“ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს თითოეულ შემთხვევაში და შეიძლება აღნიშნულად მივიჩნიოთ ძირითადი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად განკუთვნილი სივრცე, სადაც დაწესებულებაში დასაქმებული პირები უშუალოდ ახორციელებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მაგალითად, სამუშაო ოთახი, საპროცედურო ოთახი, სალარო).
გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებული პირის სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგი მხოლოდ იმ შემთხვევებში იქნება დასაშვები, თუ მისი ლეგიტიმური მიზნების (მაგ.: საკუთრების დაცვა, პირის უსაფრთხოება და სხვა) მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
“Şəxsi Məlumatların Mühafizəsi haqqında” Qanun “iş sahəsi” anlayışını nəzərdə tutmur. Müvafiq olaraq, “iş sahəsi” hər bir halda fərdi olaraq qiymətləndirilməlidir və müəssisədə çalışan şəxslərin öz vəzifə səlahiyyətlərini bilavasitə həyata keçirdikləri (məsələn, iş otağı, prosedur və ya kassa otağı) əsas vəzifə funksiyalarının yerinə yetirilməsi üçün nəzərdə tutulmuş yer hesab edilə bilər.
Qeyd edək ki, işçinin iş sahəsinin videomonitorinqinə yalnız onun qanuni məqsədlərinə (məsələn: əmlakın qorunması, şəxsi təhlükəsizliyin və s.) nail olunmasının başqa vasitələrlə mümkün olmadığı və ya qeyri-mütənasib şəkildə böyük səylər tələb olunduğu hallarda yol verilir.
«Անձնական տվյալների պաշտպանության մասին» Վրաստանի օրենքը չի նախատեսում «աշխատանքային տարածք» սահմանումը։ Ըստ այդմ՝ «աշխատանքային տարածք» սահամանումը պետք է յուրաքանչյուր դեպքում գնահատվի անհատապես և կարող է համարվել հիմնական ծառայողական գործառույթների կատարման համար նախատեսված տարածք, որտեղ հաստատությունում աշխատող անձինք ուղղակիորեն իրականացնում են իրենց պաշտոնական լիազորությունները (օրինակ՝ աշխատասենյակ, ընթացակարգերի սենյակ, դրամարկղ):
Հարկ է նշել, որ աշխատողի աշխատանքային տարածքի տեսադիտարկում թույլատրվելու է միայն այն դեպքերում, երբ նրա օրինական նպատակներին հասնելը (օրինակ՝ սեփականության պաշտպանություն, անձի անվտանգություն և այլն) անհնար է այլ միջոցներով կամ պահանջում է անհամաչափ մեծ ջանքեր։
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს თანხმობას, დასაქმებული პირის სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგის საფუძველად.
დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მიღწევა, ვიდეომონიტორინგის განხორციელების გარეშე - სხვა საშუალებით შეუძლებელია ან არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
ამ საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულოა დასაქმებული პირის წერილობით უნდა გაფრთხილება ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის/მიზნების შესახებ.
Şəxsi Məlumatların Mühafizəsi haqqında Qanun işçinin iş yerinin video monitorinqi üçün əsas kimi razılığı nəzərdə tutmur.
İşləyən şəxsin iş prosesinin/yerinin video monitorinqinə yalnız o halda icazə verilir ki, Gürcüstanın “Şəxsi Məlumatların Mühafizəsi haqqında” Qanunun 10-cu maddəsinin 1-ci bəndi ilə müəyyən edilmiş məqsədlərə videomonitorinq olmadan nail olmaq mümkün deyil və ya qeyri-mütənasib olaraq böyük səylər tələb olunur
Bu əsas varsa, video monitorinqin konkret məqsədləri barədə işçini yazılı şəkildə xəbərdar etmək məcburidir.
«Անձնական տվյալների պաշտպանության մասին» Վրաստանի օրենքը չի նախատեսում համաձայնություն՝ որպես աշխատողի աշխատանքային տարածքի տեսադիտարկման հիմք:
Աշխատող անձի աշխատանքային գործընթացի/տարածքի տեսադիտարկումը թույլատրվում է միայն այն դեպքում, եթե «Անձնական տվյալների պաշտպանության մասին» Վրաստանի օրենքի 10-րդ հոդվածի առաջին մասով սահմանված նպատակներին հնարավոր չէ հասնել այլ միջոցներով կամ կապված է անհամաչափ մեծ ջանքերի հետ:
Այս հիմքի առկայության դեպքում, պարտադիր է աշխատակցին գրավոր նախազգուշացնել տեսադիտարկման կոնկրետ նպատակի/նպատակների մասին:
ინციდენტი არის მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ/შემთხვევით:
- დაზიანებას;
- დაკარგვას;
- უნებართვო გამჟღავნებას;
- განადგურებას;
- შეცვლას;
- წვდომას;
- შეგროვებას/მოპოვებას;
- უნებართვო დამუშავებას.
ინციდენტის სახეებია: კონფიდენციალურობის, მთლიანობის, ხელმისაწვდომობის დარღვევა.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების ზომები, რითიც შესაძლებელი იქნება ინციდენტების ეფექტური პრევენცია, ხოლო ფაქტის დადგომის შემთხვევაში - დროული გამოვლენა და აღკვეთა. ამისთვის, რეკომენდირებულია, არსებობდეს ინციდენტის შეფასებისა და რეაგირების შიდა წესი და განსაზღვრული ჰყავდეს რეაგირების პროცესზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირები.
İnsident məlumatlara qeyri-düzgün/təsadüfi girişlə nəticələnən məlumat təhlükəsizliyinin pozulmasıdır:
- ziyan;
- zərər;
- icazəsiz açıqlama;
- məhv;
- dəyişmək;
- Giriş;
- toplama/çıxarma;
- İcazəsiz halda məlumatların işlənməsi.
Hadisələrin növləri bunlardır: məxfiliyin, bütövlüyün, əlçatanlığın pozulması.
Məumatların işlənməsi üçün məsul olan/məlumatların işlənməsil üçün səlahiyyətli şəxslər insidentlərin effektiv qarşısının alınmasına, baş verdikdə isə vaxtında aşkarlanmasına və qarşısının alınmasına imkan verəcək təhlükəsizlik tədbirləri hazırlamalıdırlar. Bunun üçün insidentlərin qiymətləndirilməsi və cavablandırılması üçün daxili prosedurun olması və cavab tədbirləri prosesinə cavabdeh olan konkret şəxslərin olması tövsiyə olunur.
Միջադեպը տվյալների անվտանգության խախտում է , որը հանգեցնում է տվյալների անօրինական/պատահական.
- վնասման.
- կորստի.
- չարտոնված բացահայտման.
- ոչնչացման.
- փոփոխման.
- հասանելիության.
- հավաքագրման/հայթայթման.
- տվյալների այլ չարտոնված մշակման:
Միջադեպերի տեսակներն են՝ գաղտնիության, ամբողջականության, հասանելիության խախտումը:
Մշակման համար պատասխանատու/մշակման համար լիազորված անձինք պետք է մշակեն անվտանգության չափեր, որոնք հնարավորություն կտան արդյունավետ կանխել միջադեպերը, իսկ առաջանալու դեպքում՝ ժամանակին հայտնաբերել և կանխել: Դրա համար, խորհուրդ է տրվում, ունենալ միջադեպի գնահատման և արձագանքման ներքին ընթացակարգ և սահմանել արձագանքման գործընթացի համար պատասխանատու կոնկրետ անձինք:
- 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
- თუ არასრულწლოვანმა 16 წლის ასაკს მიაღწია მის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მისივე თანხმობის საფუძველზე.
- არასრულწლოვანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება კი დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.
არასრულწლოვანის, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს უქმნის/ზიანს აყენებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.
— 16 yaşına çatmamış yəni yetkinlik yaşına çatmayan şəxs haqqında məlumatların işlənməsinə onun valideyninin/qanuni nümayəndəsinin razılığı ilə yol verilir.
— Yetkinlik yaşına çatmayan 16 yaşına çatdıqda, onun haqqında məlumatların işlənməsinə onun razılığı əsasında yol verilir.
— Yetkinlik yaşına çatmayanların xüsusi kateqoriyasına aid məlumatların işlənməsinə yalnız onun valideyninin/qanuni nümayəndəsinin yazılı razılığı ilə yol verilir.
Yetkinlik yaşına çatmayan şəxsin, onun valideyninin/qanuni nümayəndəsinin məlumatların işlənməsi həmin şəxsin mənafeyinə təhlükə törətdikdə/zərər vurduqda məlumatların işlənməsi razılığı etibarlı hesab edilmir.
- Մինչև 16 տարեկան անչափահասի վերաբերյալ տվյալների մշակումը թույլատրվում է նրա ծնողի կամ այլ օրինական ներկայացուցչի համաձայնությամբ:
- Անչափահասի մասին տվյալների մշակումը թույլատրվում է նրա համաձայնության հիման վրա, եթե լրացել է նրա 16 տարին:
- Անչափահասի վերաբերյալ հատուկ կատեգորիայի տվյալների մշակումը թույլատրվում է միայն նրա ծնողի/օրինական ներկայացուցչի գրավոր համաձայնության հիման վրա:
Անչափահասի, նրա ծնողի/օրինական ներկայացուցչի՝ տվյալների մշակման համաձայնությունը վավեր չի համարվի, եթե տվյալների մշակումը վտանգում/վնասում է անչափահասի լավագույն շահերը: