ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-28

სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ 60-მდე პირს ტრენინგები ჩაუტარეს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ 60-მდე პირს ორი დღის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარეს.

საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებმა მსმენელებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონით გათვალისწინებული სიახლეების, მონაცემთა კანონიერად დამუშავებისთვის გასათვალისწინებელი გარემოებების, მონაცემთა სუბიექტების უფლებების უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზომების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნულების, მისი საქმიანობის სპეციფიკის, მონაცემთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების და სხვა იმ საკითხების შესახებ, რაც ეროვნული ბანკის საქმიანობის ფარგლებში საჭიროა პერსონალური მონაცემების დასაცავად.

შეხვედრებმა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. სამსახურის თანამშრომლებმა ამომწურავად უპასუხეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ეროვნული ბანკის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ინფორმაციული უსაფრთხოების და სხვა მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, ასევე, პრეზიდენტის აპარატის, თანამშრომლებს ჰქონდათ იდენტიფიცირებული, ყოველდღიური საქმიანობებიდან გამომდინარე.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები