ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (“ECtHR”) გადაწყვეტილება პაციენტის თანხმობის შესახებ
2025 წლის 26 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (“ECtHR”) საქმეზე “S.O. v. Spain”[1] პირადი ცხოვრების ხელშეუ...
2024-06-19
2024 წლის 13 ივნისს, საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) გამოაქვეყნა რეკომენდაცია,[1] რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას შეეხება. დოკუმენტში განხილულია მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წინასწარი ინფორმირების საკითხი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევაში. რეკომენდაციის მიზანია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, მონაცემთა სუბიექტების უფლებების ჯეროვანი დაცვა.
“CNIL”-მა ყურადღება გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტზე, რომლის ითვალისწინებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს. კერძოდ, 65-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის საზედამხედველო ორგანოსგან წინასწარი ნებართვის მოპოვება არ არის საჭირო, თუ:
“CNIL”-მა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების პროცესის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ახალი მიდგომის გათვალისწინება. კერძოდ, „არსებით ცვლილებებში“ მოიაზრება მონაცემთა დამუშავების ახალი მიზნის არსებობა ან დამატებით, სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება, რაც გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საჭიროებს მონაცემთა სუბიექტისგან ახალი თანხმობის მოპოვებას და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსგან ნებართვის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების დამუშავება ხორციელდება “CNIL”-ის ნებართვის შემდგომ და მიმდინარე მონაცემთა დამუშავების პროცესი სცდება დამუშავების ფარგლებს, აუცილებელია ავტორიზაციის ხელახალი მოპოვება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების კონტექსტში არსებით ცვლილებებად მოიაზრება:
[1] DataGuidance, France: CNIL provides recommendation on new health data processing procedures, 13 June 2024, <https://www.dataguidance.com/news/france-cnil-provides-recommendation-new-health-data>, [17.06.2024].