ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-18

მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ (“EDPB”) ფინანსურ მონაცემებზე წვდომის და საგადახდო მომსახურების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა


2024 წლის 23 მაისს, მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ (“EDPB”) ფინანსურ მონაცემებზე წვდომის და საგადახდო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება[1] გამოაქვეყნა, რომელიც შეეხება ევროკომისიის მიერ 2023 წელს, საფინანსო სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერას:

 

  • ფინანსურ მონაცემებზე წვდომა (Financial Data Access / FIDA);
  • საგადახდო მომსახურების წესი (Payment Service Regulation / PSR);
  • საგადახდო მომსახურების დირექტივა (Payment Service Directive / PSD3).

 

მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს მოსაზრება მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტრონული გადახდების კონკურენტული გარემოს და მონაცემთა გაზიარების წესების გაუმჯობესების მნიშვნელობის შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებისათვის გაზიარებას.

 

განცხადებაში აღნიშნულია რეკომენდაციების ზოგადი შინაარსი:

 

  1. გადარიცხვების მონიტორინგის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მონაცემებზე წვდომის მოპოვების წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო წესები;
  2. საგადახდო მომსახურების გამწევი სუბიექტების ვალდებულებები მონაცემთა დამუშავების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მინიმიზაციის ჭრილში;
  3. ფინანსურ მონაცემებზე წვდომის და საგადახდო მომსახურების გაწევისას მონაცემთა სუბიექტის თანხმობის განმარტება და მისი საჭიროება;
  4. ფინანსურ მონაცემებზე წვდომის და საგადახდო მომსახურების გაწევისთვის თანხმობის მოპოვების პირობები;
  5. საგადახდო მომსახურების გაწევისას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების წესი და პირობები;
  6. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე, მნიშვნელობა საგადახდო მომსახურების სფეროში მონაცემთა დაცვის ეროვნულ საზედამხედველო ორგანოთა თანამშრომლობის აუცილებლობა.

 

მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს ზემოაღნიშნული რეკომენდაციები მიზნად ისახავს საფინანსო სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამატებითი სამართლებრივი გარანტიების შემუშავებასა და ინტეგრირებას.

 

 

[1] EDPB Statement 2/2024 on the financial data access and payments package.

მსგავსი #Datanewsroom