2024-06-28
კომპანია “Google”-მა მომხმარებელთა ადგილმდებარეობის ისტორიის წაშლა დაიწყო
2024 წლის 10 ივნისს, “Google”-მა განაცხადა, რომ პერსონალური მონაცემების შენახვის შეზღუდვის ვალდებულების გათვალისწინებით, კომპანია გეგმავს მომხმარებელთა ადგილმდებარეობის შესახებ ყველა ინფორმაციის წაშლას,[1] რაც, ცხადია, მომხმარებელთა სურვილის არსებობის შემთხვევაში, ასევე, არ გამორიცხავს „ადგილმდებარეობის ისტორიის“ (“location data”) შენახვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ პერსონალური მონაცემები შეინახება მხოლოდ მომხმარებელთა პირად მოწყობილობაზე და არა “Google”-ის სერვერზე. საგულისხმოა, რომ მონაცემთა სუბიექტებს პირველ დეკემბრამდე აქვთ ვადა, მათი პერსონალური მონაცემების შესანახად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფორმაცია სამუდამოდ წაიშლება.
გარდა აღნიშნულისა, “Google”-ი შეამცირებს ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვის ხანგრძლივობასაც. კერძოდ, ინფორმაცია, ნაცვლად 18 თვისა, შენახვიდან 3 თვის შემდეგ წაიშლება. კომპანიას არ დაუსახელებია განხორციელებული ცვლილებების მიზეზები, თუმცა ხაზგასმით აღინიშნა მონაცემთა სუბიექტთა ნება, წაშლილიყო მათი გეოლოკაციის ისტორია. მომხმარებლების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით, “Google Maps”-ი არ მიჰყიდის სარეკლამო აგენტებს ან მესამე მხარეებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ “Google”-ის მიერ მონაცემთა სუბიექტების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტების გაძლიერება განაპირობა სამართალდამცავი მიზნებისთვის მომხმარებელთა მონაცემების გადაცემის გახშირებულმა მოთხოვნამ. აღნიშნული კი გულისხმობდა მონაცემთა სუბიექტებზე ზედამხედველობის განხორციელებას, რის შედეგადაც “Google”-ი იძულებული იყო, გაემჟღავნებინა მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია.
[1] Google to Delete Users’ Location Data, <https://gdprbuzz.com/news/google-to-delete-users-location-data/> [19.06.2024].