2024-07-01
ბიზნეს-სოციალურმა ქსელმა “LinkedIn”-მა მიზნობრივი რეკლამები შეზღუდა
ბიზნეს-სოციალური ქსელის ― “LinkedIn”-ის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან პლატფორმაზე აიკრძალა “LinkedIn Groups”-ის მონაცემების გამოყენებით სარეკლამო აგენტების მიერ მიზნობრივი რეკლამების განთავსება.[1] გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ ევროკომისიაში წარდგენილი საჩივარი „ციფრული სერვისების შესახებ“ აქტის (“DSA“) შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. აქტი მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა ძალაში და მისი მიზანია ელექტრონული შინაარსის (“Content”) მართვის მკაცრი რეგულაციების დაწესება, რაც მოიცავს ვალდებულებებს ალგორითმულ გამჭვირვალობასა და მიზნობრივ რეკლამებთან დაკავშირებით.
2010 წელს კომპანია “Microsoft”-ის საკუთრებაში არსებულმა ბიზნეს-სოციალურმა ქსელმა ერთგვაროვანი ინტერესების მქონე მომხმარებლებს შორის კავშირების გასამარტივებლად, შექმნა ე. წ. პლატფორმა “Groups”. მიუხედავად “Groups”-ის დამოუკიდებელ აპლიკაციად ჩამოყალიბების მცდელობისა, იგი 2018 წელს გაერთიანდა “LinkedIn“-ის მთავარ აპლიკაციაში. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკის შესახებ ევროკომისიის მოთხოვნის პასუხად, “LinkedIn”-მა აკრძალა ე. წ. სარეკლამო აუდიტორიები ევროპაში “LinkedIn” ჯგუფის წევრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
შედეგად, “LinkedIn”-ის გადაწყვეტილებით, სრულად აღმოიფხვრა “LinkedIn Groups”-ის მონაცემების გამოყენებით მიზნობრივი რეკლამების განთავსების ფუნქცია, რათა დაცული ყოფილიყო „ციფრული სერვისების შესახებ“ აქტის (“DSA”) პრინციპებთან და მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ზედამხედველობას გაუწევს “LinkedIn”-ის მიერ საჯარო ვალდებულებების და ხსენებული აქტის მოთხოვნათა დაცვას.
[1] https://gdprbuzz.com/news/linkedin-to-limit-targeted-advertising-based-on-linkedin-groups-data/