ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-08-21

ინფორმაცია უსაფრთხოების დარღვევიდან (ინციდენტიდან) გამომდინარე დამდგარი ზიანის ღირებულების “IBM”-ის 2024 წლის ანგარშის შესახებ


კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე  მსოფლიოში უდიდესმა სამრეწველო კვლევითმა ორგანიზაციამ „IBM“-მა 2024 წელს გამოაქვეყნა ანგარიში უსაფრთხოების დარღვევების ღირებულების შესახებ.[1]

 
კვლევის მთავარი საკითხები:

 

  • უსაფრთხოების დარღვევათა დიდი ნაწილი (46%) ეხებოდა პერსონალური მონაცემების ან ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს.
  •  უსაფრთხოების დარღვევათა გამო დამდგარი ზიანის საშუალო ღირებულება 4.8  მილიონ დოლარს შეადგენს. უსაფრთხოების დარღვევათა გამო დამდგარი ყველაზე დიდი ფინანსური ზიანი  ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება;
  •  კიბერუსაფრთხოების სფეროში დასაქმებული კადრების რაოდენობის სიმცირე კვლავ აქტუალურია, თუმცა ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია;
  • ხუთიდან ერთი ორგანიზაცია, სხვადასხვა ფორმით იყენებს გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტრუმენტებს;
  • მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევათა 35% უკავშირდება „არათვალსაჩინო მონაცემებს“ (“shadow data“);
  • სრული ფინანსური ზიანიდან 4.9 მილიონი დოლარის  ზიანი დადგა შიდა თავდასხმების გამო (“malicious insider attack”). ამ ტიპის თავდასხმები უკავშირდება გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ვინაიდან წინამდებარე ტექნოლოგია მარტივად წერს გამართულ ტექსტებს.
  • გაზრდილია უსაფრთხოების დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მონაცემებს.

    რეკომენდაციები:

 

  • არსებული მონაცემების დეტალურად დაგეგმვა და აღრიცხვა, რა გარემოში და რა საშუალებებით ინახება მონაცემები;

 

  • პრევენციული სტრატეგიების შემუშავება ხელოვნური ინტელექტის და „ავტომატიზაციის“ (“automation”) გათვალისწინებით;

 

  • გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას  „უსაფრთხოების უპირატესობის“ პრინციპით ხელმძღვანელობა.

 

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამდე და დანერგვამდე, დაგეგმვის ეტაპზე  ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება;

 

  •  მეტი რესურსის მიმართვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სწავლების მიმართულებით.
 

[1] Cost of Data Breach Report by IBM, International Business Machines Corporation.)  <https://www.ibm.com/reports/data-breach>, [15.08.2024].

მსგავსი #Datanewsroom