2024-09-03
ინფორმაცია ავსტრალიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული “ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების პოლიტიკის დოკუმენტის“ შესახებ
ავსტრალიის მთავრობამ განაახლა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი[1], რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.[2]
პოლიტიკის დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება და აყალიბებს პრინციპებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.
პოლიტიკის დოკუმენტის პირველი ნაწილი ეხება მომზადებას და დახმარების გაწევას, კერძოდ:
- ხელოვნური ინტელექტის მიღებისა და გამოყენებისათვის ნათელი და მკაფიო ანგარიშვალდებულებების ჩამოყალიბებას;
- ანგარიშვალდებული პირების იდენტიფიცირებას.
სტანდარტის თანახმად ანგარიშვალდებულმა პირებმა უნდა: [3]
- აიღონ პასუხისმგებლობა პოლიტიკის გატარების მიმართულებით;
- შეატყობინონ ინფორმაციული ტრანსფორმაციის სააგენტოს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მაღალი რისკის შემცველია;
- მთავრობის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნება და კოორდინაცია, ფორუმებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
დოკუმენტის მეორე ნაწილი განიხილავს ანგარიშვალდებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს.
ანგარიშვალდებული პირების პასუხისმგებლობაა:
- პროპორციული და მიზანზე მორგებული რისკის შემცირების მეთოდების გამოყენება;
- ხელოვნური ინტელექტის გამჭვირვალე გამოყენება და დაინტერესებული საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- გამჭვირვალობის განაცხადის გამოქვეყნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით (2025 წლის მარტიდან).
პოლიტიკის დოკუმენტის მესამე ნაწილი განვითარებაზე და გაერთიანებაზეა ორიენტირებული და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების განხილვა და შეფასება;
- პროექტის მართვის პროცესში უკუკავშირის მექანიზმების განვითარება.