ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-10-18

გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესახებ


გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“ICO”) აზარტული ონლაინ თამაშების კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო[1].

 

ფაქტობრივი გარემოებები:

აზარტული ონლაინ თამაშების კომპანიის ვებგვერდი იყენებდა ე.წ. „თრექინგის“ ტექნოლოგიას, მარკეტის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დიდი რაოდენობით მონაცემების მონაცემთა სუბიექტების თანხმობის გარეშე მესამე პირებისთვის გადაცემის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ საკითხის შესწავლა დაიწყო.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიის ვებგვერდზე შესვლისთანავე, მომხმარებლების მოწყობილობებზე  „მზა ჩანაწერები“ ბანერის მეშვეობით ავტომატურად, შესაბამისი თანხმობის გაცემამდე, თავსდებოდა. შესაბამისად, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები მუშავდებოდა და გადაეცემოდა მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტების ცოდნისა და ნებართვის გარეშე, ავტომატურად, ვებგვერდზე ვიზიტის გზით.

2023 წლის 2 მარტს, გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მიუთითა მონაცემთა დამუშავებისთვის  პასუხისმგებელ პირს მონაცემთა დამუშავების უკანონო პრაქტიკის აღმოფხვრაზე. აღნიშნულის საპასუხოდ, კომპანიამ მეორე დღესვე მიიღო შესაბამისი ზომები.

 

გადაწყვეტილების დასაბუთება:

2023 წლის 17 მარტს, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა განმარტა, რომ პერსონალური მონაცემები მონაცემთა სუბიექტთა თანხმობით დამუშავდა, რაც წარმოადგენს დამუშავების კანონიერ საფუძველს. აქედან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ 2023 წლის 10 იანვრიდან 3 მარტამდე მონაცემთა დამუშავების პროცესები ხორციელდებოდა უკანონოდ, რადგან მომხმარებელთა მონაცემები, მონაცემთა სუბიექტების ცოდნისა და თანხმობის გარეშე, ვებგვერდის „მზა ჩანაწერების“ მეშვეობით დამუშავდ და გაზიარდა.

პერსონალურ მონაცემთა უკანონო გამჟღავნება მესამე პირებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, განსაკუთრებით კომერციული თვალსაზრისით.

 

მიღებული გადაწყვეტილება:

გაერთიანებული სამეფოს „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“UK GDPR) 58(2)(ბ) მუხლის შესაბამისად, საზედამხედველო ორგანომ აზარტული ონლაინ თამაშების კომპანიას რეგულაციის 5(1)(ა), 6(1)(ბ) და 7(1) მუხლების დარღვევისთვის შენიშვნა გამოუცხადა.

 

 

[1] ICO (UK) - Bonne Terre Ltd and Sky Betting and Gaming, https://gdprhub.eu/index.php?title=ICO_(UK)_-_Bonne_Terre_Ltd_and_Sky_Betting_and_Gaming, [10/10/2024].

 

მსგავსი #Datanewsroom