ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-29

გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოზიცია „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) აღსრულების დამატებითი წესების შესახებ


ევროპარლამენტმა ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისაღსრულების მოქმედი წესის გასაუმჯობესებლად დამატებითი პროცედურული წესები მიიღო. პოზიციას მხარი დაუჭირა 329 პარლამენტარმა, წინააღმდეგი - 213, ხოლო თავი შეიკავა 79-მა.[1] ახალი წინადადება მიზნად ისახავს მონაცემთა დაცვის ეროვნულ საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, დავის გადაწყვეტის მექანიზმების დახვეწას და საქმის განხილვის მიზნებისთვის პროცედურული წესებისა და უფლებების ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც საბოლოოდ ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისმოთხოვნათა აღსრულების პროცესს მეტად ეფექტიანსა და გამჭვირვალეს გახდის.

წარდგენილი წინადადების მთავარი მიზანია მომჩივანთა უფლებებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს თანაბარ და მიუკერძოებელ მოპყრობას საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილე პირთა მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საზედამხედველო ორგანოში იყო საჩივარი წარდგენილი. აგრეთვე, დაზუსტებულია მისი განხილვის პროცედურული წესების გამჭვირვალობის, მათ შორის, საქმის ერთობლივი მასალების ხელმისაწვდომობის საჭიროება. ეს საკითხი მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის პროცედურებსაც უკავშირდება, რაც უზრუნველყოფს, რომ საზედამხედველო ორგანოებსა და მხარეებს ჰქონდეთ მყისიერი, შეუზღუდავი, ასევე, უწყვეტი წვდომა საქმესთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციაზე.

გარდა გამჭვირვალობისა და სამართლიანი განხილვის უფლებისა, დოკუმენტში აღნიშნულია ვადების საკითხიც, რომელიც მოიცავს ორკვირიან პერიოდს საჩივრის მიღების დადასტურებისთვის და სამკვირიან ვადას, რათა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა საქმე ტრანსსასაზღვრო გადაცემას, ხოლო შემდგომ ეტაპზე განისაზღვროს საჩივრის განმხილველი ორგანო. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების პროექტები უნდა მომზადდეს საჩივრის მიღებიდან ცხრა თვის განმავლობაში.

წინადადებაში აღნიშნულია, რომ დავის გადაწყვეტის ცალკეული მექანიზმის გამოყენება მოითხოვს მხარეთა მზაობასა და პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველყონ, რომ დავის გადაწყვეტის ამგვარი მექანიზმის გამოყენების შესახებ შეთანხმება ხელს არ შეუშლის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების მიერ საკითხის შესწავლას. მათ შორის აგრეთვე მოიაზრება სასამართლო დაცვის  უფლება.

მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისაღსრულების დამატებითი წესების შესახებ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებით განიხილავს ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესების საჭიროებას ევროკავშირში.

 

[1] European Parliament Adopts Position on GDPR Enforcement Rules, <european-parliament-adopts-position-on-gdpr-enforcement-rules/> [22.04.2024].

მსგავსი #Datanewsroom