date

2026-01-12

ავსტრიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება განმცხადებელი მონაცემთა სუბიექტის მიერ დისციპლინური საქმისწარმოების ინფორმაციაზე წვდომის უფლების საგამონაკლისო წესის შესახებ


მონაცემთა სუბიექტმა განცხადებით მიმართა ავსტრიის ერთ-ერთი რეგიონის ადვოკატთა ასოციაციას (შემდგომში, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი), რათა აღნიშნული ორგანოს მიერ შეფასებულიყო ადვოკატის მიერ განხორციელებული მოქმედებები. დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნის განცხადებასთან ერთად, მოკლე დროში, განმცხადებელმა მონაცემთა სუბიექტმა მოითხოვა მის შესახებ არსებული და ადვოკატის მიმართ გამოთქმული ყველა პირადი ინფორმაციის გადაცემა ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

ადვოკატთა ასოციაციამ მას წარმოების მსვლელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასრულად მიაწოდა, მაგრამ უარი უთხრა ადვოკატის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების შესახებ კონკრეტული დოკუმენტების გაცემაზე, რაც უკავშირდებოდა ადვოკატის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების მსვლელობას. განმცხადებელმა მონაცემთა სუბიექტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ავსტრიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს, რომელშიც მიუთითებდა მის მონაცემებზე წვდომის უფლების დარღვევაზე.[1]

ავსტრიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისმე-15 მუხლით დაცულია მონაცემთა სუბიექტის საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება, მაგრამ იგი არ ვრცელდება მესამე პირთა შესახებ სრულ პერსონალურ ინფორმაციაზე. კერძოდ, დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში გამოთქმულ კონფიდენციალურ კომუნიკაციებსა და მოსაზრებებზე. დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში კომუნიკაციები და სამართლებრივი აზრები მოიცავდა მესამე მხარის პირად მონაცემებს, განსაკუთრებით, ადვოკატის მონაცემებს, რომლის კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესები აღემატებოდა მონაცემთა სუბიექტის ინტერესს, გაეგო ინფორმაცია ადვოკატის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების შესახებ.

ავსტრიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ არ დააკმაყოფილა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 23- მუხლის საფუძველზე.

 

[1] Decision of DPA (Austria), 30.12.2025, <https://gdprhub.eu/index.php?title=DSB_%28Austria%29_-_2025-0.395.497> [16.01.2026].

მსგავსი #Datanewsroom