ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-07

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ ტრენინგი სადაზღვევო კომპანია ევროინსის თანამშრომლებს ჩაუტარდათ


„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ ტრენინგი სადაზღვევო კომპანია ევროინსის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ავთანდილ ლეფსვერიძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა იურისტმა - ლიკა ტანიაშვილმა გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილული იყო მონაცემთა დამუშავების განახლებული პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა.

სადაზღვეო ორგანიზაციები საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი სადაზღვეო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნას ან განსაზღვრასაც ავალდებულებს. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრე პირებს მათ მიერ დასმული შეკითხვების შესაბამისად მიეწოდათ ინფორმაცია კანონის იმპლემენტაციის პროცესში მათი მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები