ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-03

სამსახურის თანამშრომლებისთვის ორ დღიანი ტრენინგი ჩატარდა


ევროკავშირის პროექტის — „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ - თანაორგანიზებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ორ დღიანი ტრენინგი ჩატარდა სახელწოდებით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური ტენდენციები და სამომავლო ნაბიჯები- თეორია და პრაქტიკა“.

სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის (EDPS) გენერალუმა მდივანმა ლეონარდო სერვერა ნავასმა და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა იოჰან ჰომესმა გახსნეს.

ორ დღიან ტრენინგზე ლატვიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელმა ეკატერინა მაცუკამ სამსახურის თანამშრომლებს ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა. ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, ინციდენტის შეტყობინება, პროფაილინგი, არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების სპეციფიკა, დამუშავების პროცესში მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის საკითხები და ა.შ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემ პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე: პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავება (თეორია და პრაქტიკა). სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა და ხელმძღვანელის მოადგილემ თენგიზ მამულიამ მიმოიხილეს სამსახურისა და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით მომზადებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლო, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები