2024-03-20
ვიდეომონიტორინგის და აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე რეკომენდაცია გამოქვეყნდა
გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც სამსახურმა ვიდეომონიტორინგის და აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ მოამზადა.
https://pdps.ge/files/content/გაიდლაინი%20-%20ვიდეო-აუდიო%20მონიტორინგი%20_1710944652.pdf
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ სახედ, ითვალისწინებს ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელებას , განსაზღვრავს მათ ცნებებს და ადგენს აღნიშნული ფორმებით მონაცემთა დამუშავების სპეციალურ წესებს . უფრო კონკრეტულად, კანონი ადგენს ვიდეომონიტორინგის კონკრეტულ მიზნებს და განსაზღვრავს დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის, ასევე, საცხოვრებელი შენობის, გამოსაცვლელი ოთახების, ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილების ან ისეთი სივრცეების ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს. გარდა ამისა, კანონი ამომწურავად განსაზღვრავს აუდიომონიტორინგის განხორციელების საფუძვლებს, სუბიექტის ინფორმირებისა და აუდიომონიტორინგის/ვიდეომონიტორინგის გზით მონაცემთა დამუშავების პროცესის მახასიათებლების წერილობით განსაზღვრის ვალდებულებებს.
გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.
გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Guideline@pdps.ge
უკვე გამოქვეყნებული რეკომენდაციები https://pdps.ge/ka/content/984/rekomendaciebi