ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-21

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ტრენინგი საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისთვის გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - შავლეგ თოდუამ გააცნო.

მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა საკანონმდებლო სიახლეები, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ძირითადი დებულებები ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები