ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-04-06

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ირაკლი შოთაძემ ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ირაკლი შოთაძეს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმები და გამოწვევები გააცნო.  
მხარეებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლზე და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და იურიდიული სამმართველოს უფროსი ნათია გორგოძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები