2022-04-13
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანლის მოადგილეს აარონ რუპერტს შეხვდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანლის მოადგილეს აარონ რუპერტს შეხვდა.
ოთარ ჩახუნაშვილმა აარონ რუპერტს ინფორმაცია მიაწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის შესახებ, მათ შორის ხაზი გაუსვა საერთაშორისო ურთიერობების გაძლიერებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკის იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ანა თოხაძე და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისიდან მმართველობის პროგრამის სპეციალისტი ლინა პანტელეევა.
მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.