2022-05-25
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი ნინო ჩხაიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი ნინო ჩხაიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება სექსუალური შევიწროების მოკვლევის საკითხებზე, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით, საჯარო სამსახურის წარმომადგენლების ცოდნის და უნარების გაძლიერების მიზნით გაიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ისწრაფვის, რომ სამსახურში შექმნას დისკრიმინაციისაგან თავისუფალი სამუშაო გარემო. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება, რომელიც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, წარმოადგენს ადამიანის უფლების დარღვევას და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი” 2022 წლის 17 მაისის ბრძანებით დაამტკიცა, აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენელი 18 საჯარო მოხელე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა სექსუალური შევიწროების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევის საკითხებზე, მათ შორის გლობალურ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე.
ღონისძიება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით წინანდალში 23-24 მაისს გაიმართა, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.