ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-06-06

ლელა ჯანაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მონაწილეობას იღებს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მონაწილეობას იღებს. ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქი 2-4 ივნისს მასპინძლობს, GLOBSEC-ის პრეზიდენტმა რობერტ ვასმა გახსნა. გახსნის ღონისძიების მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. GLOBSEC-ის 2022 წლის, რიგით მე-17 ფორუმის მთავარი თემა მსოფლიოში უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის განმტკიცების გზებზე მსჯელობა, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ევროპული სამეზობლოს გაძლიერებაა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელი - ევროპის ციფრული ეპოქის ფორმირება. აღნიშნული პანელის მომხსენებლები იყვნენ მაიკროსოფტის ევროპული სამთავრობო საკითხების ვიცე-პრეზიდენტი - კასპერ კლინგი, ევროპის პოლიტიკის რეპორტიორი და წამყვანი - ჯენიფერ ბეიკერი და ევროკომისიის ციფრული სტრატეგიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი - მარგარეტ ვესტაგერი. მომხსენებლებმა მზარდი დიგიტალიზაციის ეპოქაში ხაზი გაუსვეს GDPR -ის როლს, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

მსგავსი სიახლეები