ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-07-04

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ნოტარიუსებთან ტრენინგების ციკლი დაასრულა, რომლის შედეგად 270 ნოტარიუსმა მონაცემების დაცვის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ნოტარიუსებთან ტრენინგების ციკლი დაასრულა, რომლის შედეგად 270 ნოტარიუსმა მონაცემების დაცვის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა.
 საწავლო კურსის ფარგლებში 6 ტრენინგი ჩატარდა, დასასრულს კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და ნოტარიუსთა პალატის თავმდჯომარემ დავით ფუტკარაძემ სასწავლო კურსში მონაწილე ნოტარიუსებს სერტიფიკატები გადასცეს.
 ტრენინგების სერიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები: ქეთევან კრაწაშვილი, სოფიო შამუგია და სალომე ქურასბედიანი გაუძღვნენ.
 სასწავლო კურსში გათვალისწინებული იყო სანოტარო საქმიანობის სპეციფიკა, შესაბამისად, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, საკანონმდებლო ჩარჩო, სამსახურის მანდატი და კომპეტენცია, მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემა, მონაცემთა უსაფრთოება, არასრულწლოვანთა მონაცემების, ასევე, შრომით ურთიერთობებში და მომსახურების პროცესში მონაცემების დამუშავება. ტრენინგის ფარგლებში ნოტარიუსები გაეცნენ საზედამხედველო ორგანოს პრაქტიკას და მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები სანოტარო საქმიანობაში მონაცემთა დაცვის სათანადო სტანდარტის დასამკვიდრებლად.
 პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამსახურის პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც სამსახური სექტორულ სასწავლო ღონისძიებებს გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები