ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 64 მუნიციპალიტეტის 100-მდე წარმომადგენლისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ონლაინ ტრენინგი გამართა


კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას 64 მუნიციპალიტეტის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები, როგორებიცაა, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ვიდეომონიტორინგი. ასევე,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და კანონით განსაზღვრული ფუნქცია - მოვალეობები.

ტრენინგს გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ავთანდილ ლეფსვერიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - შავლეგ თოდუა და ამავე დეპარტამენტის უფროსი იურისტი - ლია მორალიშვილი უძღვებოდნენ .

შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები