გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2022-10-31
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თურქეთში, ქალაქ სტამბულში, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (Global Privacy Assembly) ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა.
დახურული სესიის სამუშაო შეხვედრის ფორმატში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი შეხვდა მექსიკის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს - გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (INAI) ხელმძღვანელებს - კომისარ ლილია იბარას, კომისარ ფრანსისკო ხავიერ აკუნა ლამასს, კომისარ ჟოზეფინა რომან ვერგარას, კომისარ ადრიან ალკალა მენდესს. ასევე, გამართა სამუშაო შეხვედრა თურქეთის, ესპანეთის, ურუგვაის, დიდი ბრიტანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და საზღვარგარეთის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და აქტივობები „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის, საუბარი შეეხო ასამბლეის ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობასა და როლს.